KLM-ი გადამუშავებულ პლასტმასის ბოთლებს იყენებს იმისათვის, რომ მათგან ლაინერის ტექნიკური მომსახურებისთვის და სარემონტო სამუშაოებისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტი შექმნას. ასევე გადამუშავებული ბოთლებისგან კომპანია მგზავრებისთვის სხვადასხვა სახის სუვენირებსაც ქმნის. 

ავიაკომპანია 2030 წლისთვის, 2011 წელთან შედარებით, ნარჩენების 50%-იან შემცირებასაც გეგმავს.

ფრენის დასრულების შემდეგ, ავიაკომპანიის თანამშრომლები პლასტმასის ბოთლებს აგროვებენ. მოგვიანებით ავიაკომპანია მათ ქსოვილში გადაამუშავებს და 3D-პრინტერით სხვადასხვა მოწყობილობებს ბეჭდავს.

ამ გზით კომპანია ხელს უწყობს ნაგვის ოდენობის შემცირებას და ინჟინერიის დეპარტამენტისთვის დროსა და ფულს დაზოგავს.