მომდევნო 20 წლის განმავლობაში, გლობალურ ავიაკომპანიებს დაახლოებით 41,000 ახალი სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავი დასჭირდებათ, – ასეთ პროგნოზს ევროპული საჰაერო კოსმოსური კორპორაცია Airbus-ი აკეთებს.

მოთხოვნის ზრდის ლიდერები, სავარაუდოდ, აზიური კომპანიები იქნებიან, ძირითადად ჩინური და ინდური.

Airbus-ის გათვლებითვე, თვითმფრინავებზე მთლიანი მოთხოვნა 2023-2042 წლებში იქნება 40,85 ათასი ერთეული, მათ შორის 32,630 ათასი მოკლე მაგისტრალური ლაინერი, ხოლო 8,220 ათასი გრძელ მაგისტრალური თვითმფრინავი იქნება.

მოსალოდნელია, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში, გლობალური ავიაკომპანიები 17,17 ათას ძველ თვითმფრინავს ახლით ჩაანაცვლებენ, რომლებიც იქნებიან უფრო ენერგოეფექტური ლაინერები.

Global Market Forecast 2023-ის თანახმად, მომავალში თვითმფრინავების მოთხოვნა სულ უფრო მეტად იქნება განპირობებული ძველი თაობების შეცვლის აუცილებლობით, რადგან საავიაციო სექტორი ახლა ადგენს მდგრადობის მიზნებს.

2023-2042 წლებში სატვირთო თვითმფრინავებზე მოთხოვნა სავარაუდოდ 2510 ერთეულს მიაღწევს.

Airbus-ის პროგნოზით, 2042 წლისთვის თვითმფრინავების გლობალური ფლოტი 46,560 ათასი იქნება, მათ შორის 3,23 ათასი სატვირთო.

Airbus-ი ელოდება, რომ მგზავრთნაკადის საშუალო ზრდის ტემპი მსოფლიოში 2019-2042 წლებში 3.6% იქნება, ხოლო ტვირთბრუნვის 3.2%-ს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საჰაერო კოსმოსურმა კორპორაციამ იწინასწარმეტყველა მთლიანი მოთხოვნა თვითმფრინავებზე მომდევნო 20 წლის განმავლობაში 39,490 ერთეულზე.