Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, რომელმაც 20 წლის წინ, ევროკავშირის ისტორიული გაფართოების შემდეგ, ქალაქ კატოვიცედან პირველი ფრენა განახორციელა, ავიაციის ინდუსტრიის მთავარ მოთამაშედ იქცა, რომელიც ხალხს მთელს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ აკავშირებს.

2004 წელს, მას შემდეგ რაც ევროკავშირს ათი ახალი წევრი სახელმწიფო, მათ შორის უნგრეთი შეუერთდა, Wizz Air გახდა პროგრესისა და შესაძლებლობების სიმბოლო. ავიაკომპანიამ მიიღო უნგრეთის საჰაერო ოპერატორის სერთიფიკატი (AOC), რამაც საფუძველი ჩაუყარა ტრანსფორმაციულ მოგზაურობას. ევროკავშირის გაფართოებით Wizz Air-მა მოიპოვა წვდომა უფრო ფართო ბაზარზე, რამაც მას შეუფერხებელი მოგზაურობისა და თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა მისცა აღმოსავლეთ ევროპაში.

Wizz Air-ის ვალდებულება საჰაერო კავშირისადმი ურყევი იყო. დაარსების დღიდან ავიაკომპანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროპის ქვეყნების ერთმანეთთან დაახლოებაში. Wizz Air-ის პირდაპირი ფრენები ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ 800 მარშრუტამდე გაიზარდა. კავშირის ამ განვითარებამ ხელი შეუწყო არა მარტო მოგზაურობის გამარტივებას, არამედ ეკონომიკურ ზრდასაც. 2004 წლიდან 2024 წლამდე, Wizz Air-ის მგზავრების რაოდენობა 200 მილიონით გაიზარდა.

Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვარადი:

“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ევროპულ ეტაპს, რომელიც 2004 წლის გაფართოების შემდეგ დაიწყო. ავიაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირის ღირებულებების – გადაადგილების თავისუფლებისა და სერვისების მიწოდების თავისუფლების რეალიზებაში. Wizz Air-ის ზრდამ გააძლიერა კავშირის სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურა. ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის გაფართოების შემდეგ ტალღას, რომელიც დამყარებული იქნება ამ მემკვიდრეობაზე. Wizz Air-ი რჩება ხალხის დაკავშირების, ავიაციის დეკარბონიზაციისა და ევროპის საერთო კეთილდღეობის ერთგული. ავიაკომპანია მადლობას უხდის ევროკავშირს ისეთი გარემოს შექმნისთვის, სადაც ოცნებებს შეუძლიათ ფრენა.”

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 207 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 60.3 მილიონი მგზავრისთვის 2023 წელს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით.  კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Wizz Air-ი ATW-ის მიერ 2020 წელს, ხოლო ATA-ის მიერ 2019 და 2023 წლებში დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-ის მიერ 2022-2023 წლებში.