სტამბოლი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ორ კონტინენტზე განლაგებული ქალაქია. მთელი მსოფლიოდან მოემართებიან ტურუსტები აქ აღმოსავლური კოლორიტით ტკბობისა და ევროპისა და აზიის ერთმანეთთან შერწყმის ხილვის მიზნით. Aviabiletebi.org–მა შეადგინა ადგილთა სია, რომელთა მონახულების შემდეგ თქვენ წინ გადაიშლება მრავალფეროვანი  სტამბოლი ყველაზე მოულოდნელი წახნაგებით!

აია–სოფია

ნუ დაგაბნევთ ის ფაქტი, რომ ეს ტურისტებისათვის ერთერთი ტრადიციულად დათვალიერებადი ადგილია სტამბოლში. მეჩეთი ნამდვილად იმსახურებს დათვალიერებას.

ათას წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე აია სოფია დასაბამიდან წარმოადგენდა ბიზანტიურ ქრისტიანულ ტაძარს, მოგვიანებით მუსულმანების მიერ ხელში ჩაგდებული და მათ სიწმინდედ ქცეული. ამჟამად მეჩეთში მოხვედრა შესაძლებელია ყოველდღიურად ორშაბათის გარდა 9.30 – 16.30 სთ–ში. ორშაბათობით ტაძარი დათვალიერებისათვი დახურულია. შესვლის ღირებულებაა – €3,5.

პარკი გიულხანე

სტამბოლის ერთერთი ყველაზე ძველი პარკი, მანამდე მეფეთა ბაღების ნაწილად ყოფილი. ჩვენს დროში გიულხანე სტუმართმოყვარულად ღიაა ყველა მსურველისათვის.

პარკის დასათვალიერებელი მოედნიდან იხსნება ბრწყინვალე ხედი ზღვის უბეზე „ოქროს რქა“ და ბოსფორზე, რომელთა ცქერით დატკბობის შემდეგ შეგიძლიათ ეწვიოთ აქვე განლაგებულ აკვარიუმს ან მეცნიერებისა და ტექნიკის მუზეუმს. მუზეუმი ღიაა 9:00 – 17:00 სთ–ში, შესვლის ღირებულება – 5 ლირა (€1,6). თუ სურვილი გაქვთ პარკის მთელი სიმშვენიერით დატკბეთ, გიულხანეს ნახვა აპრილში დაგეგმეთ ყოველწლიური ტიტების ფესტივალზე დასასწრებად.

მინიატურების პარკი

თუკი ქვეყანაში მოკლე ვადითა ხართ და დრო არა გაქვთ ყველა ღირშესანიშნაობის დაწვრილებით გასაცნობად, კარგი ალტერნატივა იქნება მინიატურების პარკი დათვალიერება. აქ თავმოყრილია 1:25 მაშტაბში შექმნილი თურქეთის (და არა მხოლოდ) არქიტექტურული შედევრების მინიატურები.

აქ იხილავთ ყველაფერს – ბოსფორის ხიდისა და ქალწულის კოშკიდან დაწყებული კონსტანტინოპოლის ქალაქის კედლებითა და გალიკარნასის მავზოლეუმით დამთავრებული. პარკი ღიაა ყოველდღიურად 9:00 – 18:00 სთ–მდე, შესვლა – 10 ლირა (€3)

ბაზილიკის ცისტერნა

სტამბოლის არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც გამოკვლევის მსურველთათვის ბაზილიკის ცისტერნა დათვალიერების აუცილებელი პუნქტია. ადრე კონსტანტინოპოლის წყალსაცავი, ამჟამად კი ეს ტურისტების საყვარელი ადგილია, სადაც შეიძლება არა მხოლოდ სიცხისგან თავის დაღწევა, ასევე დროის საინტერესოდ გატარება.

მხოლოდ ცისტერნის კამარების დამჭერი სვეტებია აქ 336 ცალი! თითოეულ მათგანს საკუთარი ისტორია აქვს. ბაზილიკის ცისტერნა ტურისტებისათვის ღიაა ყოველ დღე 9:00 – 18:30 სთ–მდე (ზამთარში კი 9:00 – 17:30 სთ.). შესვლის საფასური – 20 ლირა (€6).

რუმელიხისარი

რუმელიხისარი სიწყნარისა და სიმშვიდის ოაზისია სტამბოლის ევროპული ნაწილის ცენტრში. თუ გსურთ ხმაურიანი ქუჩებისა და ბაზრობებისაგან დასვენება ეს ადგილი თქვენთვისაა. ციხესიმაგრე განლაგებულია ბოსფორის სანაპიროზე და მისი კედლებიდან იხსნება უმშვენიერესი ხედი სრუტესა და ქალაქის აზიურ ნაწილზე.

ისტორიის მოყვარულთათვის მუშაობს არტილერიის მუზეუმი. ციხესიმაგრე ღიაა ორშაბათიდან კვირის ჩათვლით. სამუშაო საათები – 9.00 – 18.00 (გაზაფხული–ზაფხული), ზამთარსა და შემოდგომაზე კი მუზეუმი იკეტება 16.30 სთ–ზე. შესვლა – 5 ლირა (€1.60).

გალათეს კოშკი

სტამბოლის ყველაზე შესამჩნევი ღირშესანიშნაობა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

61 მ სიმაღლის კოშკიდან იხსნება ქალაქის თავბრუდამხვევი პანორამა და მხოლოდ ამის ხათრით ღირს მასზე ასვლა. შესვლა – 25 ლირა (€8).

სულეიმანიე

სტამბოლის ერთერთი ყველაზე ლამაზი მეჩეთი განთქმულია იმით, რომ მასში დასაფლავებულია სულთანი სულეიმანი და მისი მეუღლე – ყველა უკრაინელისათვის კარგად ცნობილი როქსოლანა.

მეჩეთის კომპლექსში შედის არა მხოლოდ თვით ტაძარი, არამედ აბანოები, ობსერვატორია, მედრესე (სკოლა) და ბიბლიოთეკა – დასათვალიოერებლად ნამდვილად ცოტა არ არის. დიდი პლიუსია ის, რომ მეჩეთში შესვლა უფასოა. მაგრამ იქონიეთ მხედველობაში, რომ სულეიმანია მოქმედი მეჩეთია და მასში მსახურების დროს ტურისტების შესვლა აკრძალულია. მასში მოხვედრა შესაძლებელია შუალედებში 9.00 – 12.30 სთ–მდე და 13.45 – 15.45 სთ–მდე.

გრანდ ბაზარი

ალბათ საუკეთესო ადგილია სტამბოლის ცხოვრების რითმში სრულად ჩასართავად და ამ ქალაქის შესაგრძნობად. გრანდ ბაზარი განთავსდა სტამბოლის შუაგულში სულთანახმეტის რაიონში ცისფერი მეჩეთისა და აია–სოფიის გვერდით. თუმცა, ეს არა მხოლოდ მსოფლიოს უდიდესი ბაზარია, არამედ მთელი ქალაქია ქალაქის შიგნით. მხოლოდ წარმოიდგინეთ: 61 ქუჩა, 4400 დახლი და მაღაზია, შადრევნები, მეჩეთები, კაფეები, სკოლა და აბანოც კი (!)

ასე, რომ შოპომანებს ვურჩევთ, ნუ წავლენ იქ მარტო, დაკარგვა ფრიად იოლი იქნება. თუმცა ღირს გაგაფრთხილოთ: დიდ ბაზარში საექსკურსიოდ თუ ღირს მოსვლა და არა საყიდლებზე – ფასები აქ მეტად მაღალია.

სიტყვამ მოიტანა, სულთანახმედი სტამბოლის ყველაზე საინტერესო რაიონია, რომლის გაცნობას უფრო დაწვრილებით გირჩევთ. ამის მოგვარება შეგიძლიათ ერთერთ თემატურ ექსკურსიაზე: „სულთანახმედი: ისტორიული გასეირნება“ და მის კვალდაკვალ „ამოუცნობი სულთანახმედი

დოლმაბაღჩე

ალბათ, სტამბოლის ყველაზე „არათურქული“ არქიტექტურული ღირშესანიშნაობა დოლმაბაღჩეს სასახლე თურქეთის პრემიერმინისტრის ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენს. ბაროკოს სტილში აგებული იგი განთავსებულია ბოსფორის ევროპულ სანაპიროზე და წარმოადგენდა თურქეთის მმართველთა რეზიდენციას 1938 წლამდე. ამჟამად თვით სასახლეში მოხვედრა შესაძლებელია 9.00 – 16.00 სთ–მდე, სხვა პავილიონებში კი 9.00 – 17.00 სთ–მდე ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა.

ცნობისათვის: დოლმაბაღჩე დღეში სტუმრობს არა უიმეტეს 3000 მნახველს, ამიტომაც უმჯობესია ადრე მოსვლა, განსაკუთრებით სეზონის შუაგულში.

ხორას მონასტერი (მუზეუმი კარიე)

სინამდვილეში კაროიე (ან ხორა) ეს ძველი ბიზანტიური ეკლესიაა სტამბოლის ერთერთ საცხოვრებელ რაიონში. გაკვალული ტურისტული მარშრუტებისაგან მოშორებით განლაგების მიზეზით იგი არც ისე პოპულარული და ცნობილია. არადა, ამაოდ – ეკლესიის მუზეუმში შეგროვებულია XIV საუკუნის ბიზანტიური ფრესკებისა და მოზაიკის უნიკალური კოლექცია.

ეკლესია – მუზეუმის სამუშაო დროა: სამშაბათ – ხუთშაბათი 9.00 – 19.30 სთ (აპრილი – ოქტომბერი). დანარჩენ დროს კი მუზეუმი იკეტება 16.30 სთ–ზე. შესვლის საფასურია 15 ლირა (€4.80), Museum Pass Istanbul – ში კი უფასო.

მოზაიკის მუზეუმი

წარსულში ქექვის მოყვარულთათვის, სტამბოლის მოზაიკების მუზეუმი სანახაობრივად ზედგამოჭრილია. მუზეუმის ექსპოზიცია შეიცავს სულთანახმედის რაიონში გათხრების შედეგად აღმოჩენილ მოზაიკას.

ექსპონატები მსოფლიოში ცნობილ აია–სოფიის მოზაიკებზე მეტი ხნისაა, ხოლო ზოგი მათგანი კი მიეკუთვნება წარმართული რომის ეპოქას! მუზეუმი მუშაობს: სამშაბათი – კვირა 9.00 – 19.00 სთ. (აპრილი – ოქტომბერი), დანარჩენ დროს მუზეუმი მუშაობს 17.00 სთ–მდე. ორშაბათი – დასვენების დღე.

პერას მუზეუმი

მუზეუმს უკავია ყოფილი სასტუმრო „ბრისტოლის“ შენობა ბეიოგლუს რაიონში. მის ექსპოზიციაში შედის ანატოლიის ერთეულებისა და სასწორების კოლექცია, კიუტახიის ყავის ფაიფურის გამოფენა, ასევე, სხვადასხვა კერამიკული ნაკეთობა და XVII-XIX საუკუნეების თურქული ფერწერის კრებული. ასევე მოქმედებს დროებითი გამოფენები: სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმები ხშირად აწყობენ აქ საკუთარი კოლექციების გამოფენას.

პერას მუზეუმის ნახვა შესაძლებელია სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9.00 – 18.00 სთ და კვირას 12.00 – 18.00 სთ–მდე. ბილეთის ღირებულება – 8 ლირა (€2.55). სტუდენტებისათვის ოთხშაბათობით შესვლა უფასოა.

ცათამბჯენი „საფირონი“

მათთვის, ვინც არ უფრთხის თავბრუდამხვევ სიმაღლეს და სურს სტამბოლის ხილვა, ვით ხელისგულზე, ცათამბჯენი „საფირონის“ სათვალიერებელი მოედანი იდეალური ვარიანტია. 236 მ. სიმაღლზე განთავსებული იგი შლის ქალაქის 360– იან თვალწარმტაც პანორამას. რეკომენდაციას გიწევთ, ეწვიოთ მოედანს საღამო ჟამს, დაბინდების მომენტში, როცა ქალაქი იწყებს მილიონი ნათურით კაშკაშს – დაუვიწყარი სანახაობა!

სათვალიერებელი მოედანი ღიაა 10.00 – 22.00 სთ–მდე, ბილეთის ფასი – 18 ლირა (€5.75). შესასვლელი ბილეთები იყიდება სალაროში, სავაჭრო ცენტრის უკანასკნელ სართულზე.

ბაზრობა ჩუქურჯუმა

თუ გსურთ სტამბოლიდან ჩამოიტანოთ არა ფატიმას ბანალური თვალი ან ლუკუმის კოლოფი, არამედ რამე ნამდვილად უნიკალური, ბაზრობა ჩუქურჯმა თქვენს განკარგულებაშია. ეს არ არის კლასიკური დიდი ბაზრობა (ევროპელის წარმოდგენით), არამედ მცირე მაღაზიების რიგები ბეიოგლუს რაიონში იმავე დასახელების კვარტალში.

სამაგიეროდ, იქ შეიძენთ ყველაფერს, რასაც მოისურვებთ – ხელნაკეთი მოჩუქურთმებული კარებიდან ფაიფურის სერვისებამდე, საავტორო სამკაულები და ვინტაჟური სამოსი.

სტამბოლის აკვარიუმი

სტამბოლში თქვენი სტუმრობის სასიამვნოდ გარდასაქმნელად Aviabiletebi.org გიწევთ რეკომენდაციას ეწვიოთ აკვარიუმს.

აქ არა მხოლოდ ქალაქის ხმაურისა და გარე პაპანაქებისაგან შეძლებთ დასვენებას, არამედ სიამოვნებას მიიღებთ მთელი თავისი მრავალფეროვნებით წარმოდგენილი ოკეანის ფაუნის დამაოკებელი ჭვრეტით. აკვარიუმის სამუშაო დროა – 10.00 – 20.00 სთ. შესვლის საფასური 29 ლირა (€9.30).

ყვავილების პასაჟი (Çiçek Pasajı)

ეს ჩუქურთმებითა და სკულპტურებით უხვად მორთული ისტორიული შენობა მდებარეობს სტამბოლის ევროპულ ნაწილში ისტიკლიალის ქუჩაზე.

პასაჟში მუშაობს მაღაზიები და კაფე, თუმცა აქ მოსვლა უპირველეს ყოვლისა არა შოპინგის ხათრით ღირს (ფასები აქ საკმაოდ მომატებულია), არამედ XIX საუკუნის სტამბოლის გარემოში შერწყმის მიზნით.

კაფე – ნაყინი Ali Usta

შეუძლებელია სტამბოლში სტუმრობა და ტრადიციული თუქრული ნაყინის გაუსინჯავად დაბრუნება შინ! ამ მიზნისათვის კაფე – ნაყინი Ali Usta გამოგადგებათ, როგორც სხვა არაფერი. მხოლოდ დაუკვირდით – მთის ჯადვარის ბოლქვების ფხვნილის გამოყენებით, ტრადიციული რეცეპტურით დამზადებული 40–ზე მეტი სახეობის ტკბილეულობა!

საგემოვნო პალიტრაც შთამბეჭდავია: ტრადიციული ვანილისა თუ ყავისა, შემოგეთავაზებათ ბუსტუღის, ლიმონის, რომისა და მრავალი სხვისა. კაფე მუშაობს 7.00 – 02.00 სთ–მდე. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ დაწესებულების საიტს.

საკონდიტრო „ხაფიზ მუსტაფა“

კიდევ ერთი გასტრონომიული გაჩერება თურქულ დედაქალაქში – საკონდიტრო „„ხაფიზ მუსტაფა“. 1864 წელს დაარსებული იგი დღემთე განთქმულია ტრადიციული თურქული ტკბილეულობების ფართო ასორტიმენტით, ასევე ყავითა და სანელებლებით. მეორე სართულზე განთავსებულია კაფე, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ახლადნაყიდი პროდუქტის დაგემოვნება.

სტამბოლის სამზარეულო განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ტურისტებს იგი უბრალოდ მეტისმეტად მოსწონთ! ექსკურსია „რაქი, თევზი, მეიხანე, ან სასიამოვნო საღამო თურქულად“ გაგაცნობთ ტრადიციულ კერძებს, ხოლო მათთვის, ვისაც რამე უფრო კოლორიტულის მოლოდინი აქვს ვურჩევთ უმალვე გაემართონ ადგილობრივი „სტრიტ–ფუდის“ გასტროპტურის დასაგემოვნებლად.

ქალწულის კოშკი

ბოსფორის სრუტის მცირე კუნძულზე მდებარე კოშკი ჭეშმარიტად მიეკუთვნება სტამბოლის ერთერთ სიმბოლოს. ეს ტურისტებისა და ადგილობრივ მკვიდრთა დასვენების არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, არამედ მისი სათვალიერებელი მოედნიდან იხსნება შესანიშნავი ხედი ბოსფორის სრუტეზე.

კოშკამდე მისაღწევად საჭიროა მისადგომი კაბატაშიდან კატერით მგზავრობა (მოძრაობა ხდება 9.00 – 21.30 სთ–მდე) ან სალაჯაკიდან (9.00 – 24.00 სთ–მდე). ბილეთის ფასი – 15 ლირა (€4.80).

თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი

თუკი სინამდვილეში არა უბრალოდ ზედაპირულად გსურთ თურქეთის კულტურულ დედაქალაქთან გაცნობა, არამედ მისი ისტორიისა და სულის სიღრმისეული შეცნობა, გირჩევთ ეწვიოთ თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმს.

მის ექსპოზიციაში შედის 40000 – ზე მეტი ესქპონატი: ხელნაწერები, კალიგრაფია, კერამიკა, ხალიჩები, საიუველირო ნაწარმი და მრავალი სხვა. მუზეუმის დათვალიერებით, თქვნეს თვალწინ გადაიშლება ადგილობრივი ხელოვნების მთელი მრავალფეროვნება და სიმდიდრე და უსათუოდ მოისურვებთ აქ კვლავ დაბრუნებას.

მუზეუმი ღიაა სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 9:30 – 17:30 სთ–მდე. შესვლა – 10 ლირა (€3.20).

წყარო: https://www.aviabiletebi.org/20-adgili-stambulshi-romelic-unda-naxot/