ტურისტული სექტორი რუსული ემბარგოს შედეგად მიღებულ სავარაუდო ზარალს 2,1 მლრდ ლარად აფასებს. სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მთავრობის სამოქმედო სტრატეგია შექმნილი კრიზისის დასაძლევად უმნიშვნელოვანესია.
რაც შეეხება გათვლებს სტატისტიკა მარტივია. სექტორი 2019 წლისთვის საქართველოში 5 მლნ ტურისტულ ვიზიტს პროგნოზირებდა. ამ მაჩვენებლიდან 1,4 მლნ ვიზიტი რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე იყო გათვლილი. სექტორში აღნიშნავენ, რომ რუსი ტურისტების დანახარჯი საქართველოში დაახლოებით 1,1 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც ტურიზმის მთლიანი დანახარჯის 33%-ია.
2019 წლის 5 თვეში რუსეთზე მოდის მთლიანი ვიზიტების 21,6% (539 432 ვიზიტი). 2018 წელს საქართველოში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა 1,404 მლნ-ით განისაზღვრა, 19,5%. ამ გათვლების თანახმად, სანქციის შედეგად მიღებული ზარალი 750 მლნ დოლარით ფასდება.