2020 წლის იანვარში ამერიკულმა ავიამშენებელმა კომპანია Boeing-მა ვერც ერთი შეკვეთა ვერ მიიღო, რითაც 1962 წლის შედეგი გაიმეორა. 2019 წელს დაფიქსირებული ორი უმსხვილესი ავიაკატასტროფის შემდეგ, რასაც 737 MAX-თვის ლიცენზიის შეჩერება მოყვა, კომპანიის მდგომარეობა შეიცვალა. დაკვეთებმა იკლო. იანვარში კომპანიამ დამკვეთებს მხოლოდ 13 თვითმფრინავი მიაწოდა. 2019 წლის იანვარში Boeing-მა 45 ახალი შეკვეთა მიიღო და ბაზარს 46 საჰაერო ხომალდი მიაწოდა.
ვიდრე 737 MAX-ში დაფიქსირებული შეცდომის გამოსწორება არ მოხდება და 737 MAX-ს ლიცენზია არ აღუდგება, კლიენტების უმეტესობა Boeing-ს შეკვეთას აღარ უკეთებს.
ამ ყველაფერმა კი Boeing-ის სერიოზული ჩამორჩენა გამოიწვია. სამაგიეროდ იანვარში, ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, Airbus-მა ყველაზე მეტი შეკვეთა მიიღო. ერთი თვის განმავლობაში Airbus-მა 274 თვითმფრინავის მიწოდებაზე გააფორმა კონტრაქტი.