ავიაკომპანია Myway Airlines-ი თბილისი-დუბაი-თბილისის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს. აღნიშნულ მარშრუტზე ფრენა 18 ივლისს განხორციელდება. ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია და ბილეთის ფასი თბილისი-დუბაის მიმართულებაზე 1856 ლარიდანაა. ავიაბილეთის ღირებულებაში შედის: 8კგ ხელბარგი და 23 კგ ჩასაბარებელი ბარგი. 

როგორც Myway Airlines-ში განმარტავენ, ჩარტერული რეისი ტურისტული კომპანია TravelGate Agency-თან პარტნიორობით შესრულდება. 

ავიაბილეთის შეძენა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზეც: www.mywayairlines.com