ავიაკომპანია Myway Airlines-ი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მორიგ სპეციალურ ფრენას იტალიიდან შეასრულებს.

სარეპატრიაციო რეისით, თბილისი-რომი-ბათუმი სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება. 
თვითმფრინავი რომის მიმართულებით დღის 12:00 საათზე გაფრინდება. 
საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. 
საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. 
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 25 ივლისს ბერლინის მიმართულებით აქვს ჩანიშნული.