ვოლგოგრადიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები იწყება. ვოლგოგრადის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ავიარეისები 18 დეკემბრიდან დაიწყება და კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება.
ავიაკომპანია Ural Airlines-ი ვოლგოგრადის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები ყოველ სამშაბათს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე განახორციელებს, ხოლო ფრენის ხანგრძლივობა 1.40 საათი იქნება.
ავიაბილეთის ფასი ამ დროისათვის ცნობილი არ არის.
ამ დროისათვის ვოლგოგრადიდან თბილისში მოხვედრა პირდაპირი ავიარეისით შეუძლებელია.