15 მაისიდან, ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმატი-ბათუმი-ალმატის მიმართულებაზე პირდაპირ ფრენებს განახორციელებს. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, რეისები კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.