2021 წლის მარტში საქართველოს საჰაერო სივრცეში 28%-ით ნაკლები გადაფრენა განხორციელდა.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის მარტში საქართველოს საჰაერო სივრცის 5 944-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 28,17%-ით ნაკლებია 2020 წლის მარტის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 39,76%-ით ნაკლები 2019 წლის მარტის მაჩვენებლებთან.

2019 წლის მარტში საქართველოს საჰაერო სივრცეში 9 868 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის მარტში – 8 275, ხოლო 2021 წლის მარტში კი 5 944 ფრენა.