116 წლის წინ ძმებმა რაიტებმა პირველი ფრენა განახორციელეს. ავიაციის პიონერებმა ორვილ და უილბურ რაიტებმა, რომელებიც ცნობილნი არიან, მსოფლიოში პირველი წარმატებული აეროპლანის შექმნით, 1903 წლის 17 დეკემბერს მსოფლიოში პირველად ადამიანის მიერ მართული, ძრავიანი და სტაბილური ჰაერზე მძიმე აპარატით ფრენა განახორციელეს. 1905 წლიდან 1907 წლამდე რაიტებმა განავითარეს მათი „მფრინავი მანქანა“ (აეროპლანი) პირველ პრაქტიკულ უძრავფრთიან თვითმფრინავამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ექსპერიმენტული თვითმფრინავების შექმნისა და ფრენის პირველი მცდელობა, ძმები რაიტები იყვნენ პირველები, რომლებმაც გამოიგონეს თვითმფრინავის კონტროლის სისტემა, რამაც ფრენის საშუალება მისცა უძრავფრთიან ძრავიან თვითმფრინავებს.
ძმები რაიტების ფუნდამენტური გარღვევა მათი გამოგონებებიდან იყო სამღერძა კონტროლის სისტემის შექმნა, რაც მფრინავს საშუალებას აძლევდა, ეფექტურად ემართა თვითმფრინავი და შეენარჩუნებინა წონასწორობა. ეს მეთოდი გახდა და დღემდე რჩება ყველა ტიპის უძრავფრთიანი თვითმფრინავების სტანდარტად. საავიაციო სამუშაოების დაწყების დღიდან ძმებმა რაიტებმა მიზნად დაისახეს საიმედო მართვის კონტროლის ჩამოყალიბება, როგორც გასაღები „ფრენის პრობლემის“ აღმოსაფხვრელად. ასეთი მიდგომა მკვეთრად განსხვავდებოდა იმ დროის სხვა ექსპერიმენტებისგან, რომლებიც დიდ აქცენტს აკეთებდნენ უფრო მეტად მძლავრი ძრავების შემუშავებაზე. სახლის პატარა აეროდინამიკური მილის გამოყენებით ძმებმა შეძლეს უფრო ზუსტი მონაცემების შეგროვება, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ მათზე ადრე, რამაც საშუალება მისცათ, დაეპროექტებინათ და შეექმნათ ფრთები და პროპელერები, რომლებიც მანამდე შექმნილებზე გაცილებით უფრო ეფექტური იყო. მათი პირველი აშშ-ის მიერ გაცემული პატენტიც ნომრით 821,393 საფრენი აპარატის გამოგონებას კი არ აცხადებდა, არამედ აეროდინამიკური კონტროლის სისტემის გამოგონებას, რომლითაც მანიპულირება შესაძლებელი იქნებოდა საფრენი აპარატის ზედაპირზე.
მექანიკოსის უნარები მათ წლების მანძილზე ბეჭვდისა, ველოსიპედების, ძრავებისა და სხვა მექანიკურ წარმატებულ სამუშაო პროცესში გამოუმუშავდათ. მათმა მუშაობამ ველოსიპედებზე ნაწილობრივ გავლენა იქონია მათ რწმენაზე, რომ, პრაქტიკულად, შესაძლებელია ისეთი არასტაბილური მანქანის კონტროლი და დაბალანსება, როგორიც თვითმფრინავია. 1900 წლიდან გვიან 1903 წლამდე, ძმების პირველ ძრავით აღჭურვილ ფრენებამდე, ისინი აწარმოებდნენ ფართომასშტაბიან ტესტებს გლაიდერებზე, რამაც ასევე იქონია გავლენა მათი, როგორც პილოტების, უნარჩვევების გამომუშავებაზე. ძმები რაიტების ველოსიპედების მაღაზიაში მომუშავე ჩარლი ტეილორი მათი ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, შექმნა რა პირველი თვითმფრინავის ძრავა ძმებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ძმები რაიტების სტატუსი, როგორც თვითმფრიავის გამომგონებლების, კამათის საგანია არაერთ ორგანიზაციასა თუ ადამიანთა დაჯგუფებას შორის.
.