ბელორუსულმა ავიაკომპანია Belavia-მ  ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა. როგორც AviaNews-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, Belavia​-მ მინსკი-ქუთაისი-მინსკის საჰაერო ხაზზე რეისი მხოლოდ 11 მარტისთვის დაამატა.

11 მარტისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კონკრეტული რეისის მოფრენის დროა 04:30 საათზე, ხოლო გაფრენა 05:30 საათი.

შეგახსენებთ, რომ რომ Belavia-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2021 წლის 4 აგვისტოდან დაიწყო. დღეისათვის ავიაკომპანია მინსკსა და ქუთაისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს.