დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს ქვეყანაში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1496 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთაც გააჩნიათ 1595 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება. Forbes დაინტერესდა თუ რომელია ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომრები საქართველოში. ამისთვის ქვეყანაში არსებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები გამოვკითხეთ. როგორც ცნობილია სასტუმრო ნომრების ფასი სეზონურობიდან გამომდინარე იცვლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა ზამთრის პერიოდშიც ყველაზე ძვირადღირებული ნომრები თბილისშია თავმოყრილი.
ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომრების ფასი ნაჩვენებია 5-6 იანვრის პერიოდისთვის. 1 ღამის ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით, კურსით $1 = 2,66 ლარს.
Biltmore
ფასი – 9945 ლარი
ნომერი – როიალ სიუტი
ფართობი – 220 კვ.მ
მდებარეობა – თბილისი
სერვისი: ნომერი სასტუმროს 32-ე სართულზე მდებარეობს. აერთიანებს 2 საძინებელს, აბაზანას ჯაკუზით, მისაღებ ოთახსა და სამუშაო სივრცეს.
Hotels & Preference Hualing
ფასი – 7300 ლარი
ნომერი – პრემიერ სუიტი
ფართობი – 159 კვ.მ
მდებარეობა – თბილისი
სერვისი: ნომერი სასტუმროს მეათე სართულზე მდებარეობს და მოიცავს მისაღებ ოთახს ბუხრით, საძინებელ ოთახს, საშხაპეს, საუნასა და ჯაკუზის.
Ambassadori
ფასი – 6136 ლარი
ნომერი – როიალ სუიტი
ფართობი – 420 კვ.მ.
მდებარეობა – თბილისი
სერვისი: ნომერი სასტუმროს მეხუთე სართულზეა განთავსებული და მასში ერთდროულად 7 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ნომრის დეკორაციები მას რენესანსის ეპოქის იერს აძლევს.
Sheraton
ფასი – 4640 ლარი
ნომერი – პენტჰაუსი
ფართობი – 303 კვ.მ
მდებარეობა – ბათუმი
სერვისი: სასტუმროს ბოლო სართული სრულად პენტჰაუსს უკავია, რომელიც აერთიანებს სამ საძინებელს, მისაღებ ოთახსა და სამზარეულოს.
Marco Polo
ფასი – 4550 ლარი
ნომერი – საპრეზიდენტო სუიტი
ფართობი – 80 კვ.მ
მდებარეობა – გუდაური
სერვისი: დუპლექსის ტიპის ნომერი აერთიანებს საძინებელ, მისაღებ და სააბაზანო ოთახებს.
Radisson Blue
ფასი – 4271 ლარი
ნომერი – ბიზნესლუქსი
ფართობი – 110 კვ.მ
მდებარეობა – თბილისი
სერვისი: ნომერი სასტუმროს მეთექვსმეტე სართულზეა განთავსებული. ის აერთიანებს როგორც საძინებელ, ასევე მისაღებ, საკონფერენციო ოთახსა და სამზარეულოს.
Wyndham
ფასი – 3900 ლარი
ნომერი – საპრეზიდენტო სუიტი
ფართობი – 200 კვ.მ.
მდებარეობა – ბათუმი
სერვისი: ნომერი მისაღებ, საძინებელ და სამზარეულო სივრცეს აერთიანებს.
Marriott
ფასი – 3281 ლარი
ნომერი – საპრეზიდენტო
ფართობი – 146 კვ.მ.
მდებარეობა – თბილისი
სერვისი: საპრეზიდენტო ნომერი სასტუმროს მეექვსე სართულზეა განთავსებული, ის აერთიანებს მისაღებ და საძინებელ ოთახს, ასევე ვერანდას.
Borjomi Likani & Spa
ფასი – 3120 ლარი
ნომერი – საპრეზიდენტო
ფართობი – 163 კვ.მ
მდებარეობა – ბორჯომი
სერვისი: ნომერი მისაღებთან და საძინებელთან ერთად აერთიანებს სამზარეულოს და ტერასას. ნომრის მომსახურებაში შედის სასტუმროს სპა სერვისებით ულიმიტო მომსახურება.
Hilton
ფასი – 3115 ლარი
ნომერი – საპრეზიდენტო სუიტი
ფართობი – 191 კვ.მ
მდებარეობა – ბათუმი
სერვისი: ნომერი სასტუმროს მეცხრამეტე სართულზეა განთავსებული. ის ორ საძინებელს, ორ სააბაზანოს, ტერსასა და სამზარეულოს აერთიანებს.