ახალი რეგულაციების შესაბამისად, 10 ივნისიდან, თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, ახალი ლოკაციებიდან, დედაქალაქის ავტოსადგურებიდან გავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
Georgian Bus ხვალიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალ მგზავრებს გადაიყვანს ვაგზლის მოედნიდან/ავტოსადგური დადიანის მხრიდან.
ზუსტი ლოკაცია რუკაზე: https://maps.app.goo.gl/747hjZZhUKeE7Jj26
Omnibus Express • ომნიბუს ექსპრესიდა Metro Georgia • მეტრო ჯორჯია კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ორთაჭალის ცენტრალური ავტოსადგურიდან მოემსახურებიან.
ომნიბუსი – ორთაჭალის ავტოსადგურის მე-4 ბაქნიდან გავა.
ზუსტი ლოკაცია რუკაზე: https://shorturl.at/sRu20
მეტრო ჯორჯია – ორთაჭალის ავტოსადგურის – მე-3 ბაქნიდან.
ზუსტი ლოკაცია: https://shorturl.at/jD6fO
ავტობუსის გასვლის განრიგი კვლავ ფრენების განრიგზე იქნება მორგებული“, – აღნიშნულია აეროპორტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.