ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 28 თებერვალს სრულდება პანდემიის გამო ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.

1 მარტიდან, ლატვიაში შემომსვლელებისთვის უქმდება ე.წ. კოვიდპასის აპლიკაციის (covidpass.lv) შევსების ვალდებულება და თვითიზოლაციის მოთხოვნა.

ქვეყანაში შემომსვლელთათვის კვლავ ძალაში რჩება საზღვრის კვეთისას, COVID-19 სერთიფიკატის, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულება.

ქვეყნის მასშტაბით, 1 მარტიდან, ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის მოთხოვნა ძალაში რჩება, გარდა შემდეგისა:

· გარე სივრცე;

· საცალო ვაჭრობის სექტორი;

· ეკლესიაში, რელიგიურ ღონისძიებები.

ქვეყანაში მოქმედებს სამედიცინო ან რესპირატორული ნიღბების ტარების მოთხოვნა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს.