რუსული „ლოუკოსტერი“ Pobeda Airlines-ი ყაზანიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი, რეგულარულ ავიარეისებს იწყებს. აღნიშნულ მარშრუტზე ავიაკომპანია ოპერირებას 1-ელი ნოემბრიდან შეუდგება და ფრენებს 2019 წლის მარტის ბოლომდე შეასრულებს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ყაზანი-თბილისი-ყაზანის მარშრუტზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია და ერთი გზის ღირებულება 499 რუბლიდანაა.
Pobeda Airlines-ი რეისებს ყოველ ხუშთაბათსა და კვირას განახორციელებს. ფრენის ხანგრძლივობა კი დაახლოებით 3 საათია.
დღეისათვის თბილისი-ყაზანის მიმართულებაზე ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებს, კვირაში 3 სიხშირით.
ასევე, ყაზანიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით რუსული ავიაკომპანია UVT Aero დაფრინავს.