ავიაკომპანია Myway Airlins-ი, COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერებულ რეგულარულ ფრენებს ანახლებს. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული Myway Airlins-ი თელ ავივის რეგულარულ ფრენებს 1-ელი ივლისიდან შეუდგება.
“მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ავიაკომპანია Myway Airlins-ი ანახლებს რეგულარულ ავიამიმოსვლას ისრაელის მიმართულებით.
თბილისი-თელ-ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები პირველი ივლისიდან განახლდება.
იმედია მალე გიხილავთ ჩვენს ბორტზე, ჩვენ ყველა ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ თქვენთვის უსაფრთხო და კომფორტული ფრენა უზრუნველვყოთ.
შეიძინეთ ბილეთები ონლაინ www.mywayairlines.com
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ? sales@mywayairlines.com”, აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.