SkyUp Airlines-მა ონლაინ-რეგისტრაციის მომსახურების დანერგვა დაიწყო. საწყის ეტაპზე აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ შიდა რეისებზე, ხოლო საერთაშორისო რეისებისათვის ის ხელმისაწვდომი ოდნავ მოგვიანებით იქნება. 

COVID-19-ის პანდემიამდე და რეგულარული ფრენების შეჩერებამდე ავიაკომპანიის ყველა მგზავრი რეგისტრაციას აეროპორტში გადიოდა. ამან განაპირობა ის, რომ ის, ვინც მხოლოდ ხელბარგით მოგზაურობდა, იძულებული იყო გრძელ რიგებში მდგარიყო. 

ონლაინ-რეგისტრაციის არარსებობამ კი შესაძლებელი გახადა ილუმინატორთან და გასასვლელში ადგილების უფასოდ მიღება.

ვინაიდან SkyUp Airlines-ი  “ლოუქოსტერ” კონცეფციის ავიაკომპანიაა, შესაძლებელია სამომავლოდ აეროპორტში რეგისტრაცია და ჩასხდომის ბარათის მიღება ფასიანი გახდეს. 

ავიაკომპანიამ ონლაინ-რეგისტრაციისას შეიძლება სალონში სავარძლების ავტომატური შერჩევაც დაიწყოს, რაც თავის მხრივ, სასურველი ადგილის შერჩევის სერვისების გაყიდვის სტიმულირებას მოახდენს. ადგილების მიხედვით სერვისის ღირებულება კი 5-15 ევრო იქნება.