Wizz Air-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებებს ამატებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, 1-ელი აგვისტოდან ავიაკომპანია ქუთაისიდან 6 ახალი მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას.

ახალი მიმართულებებია: ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი, ბარი.

დღეისათვის Wizz Air-ი ქუთაისიდან 21 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ, რეგულარულ რეისებს.

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ავიაბაზრის ისტორიაში, ბაზრის ლიდერი Wizz Air-ი გახდა. 2018 წლის მაჩვენებლებით, საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე მეტ, 587 179 მგზავრს სწორედ, რომ Wizz Air-ი მოემსახურა და ამ მაჩვენებლებით ბაზრის 12%-ის მფლობელი გახდა.