8 დეკემბრიდან ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე დღის რეისებს ამატებს. დამატებითი რეისი ყოველ შაბათს განხორციელდება. ფრენა მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით 09:00 საათზე (ადგილობრივი დროით) განხორციელდება, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 16:45 საათზე (თბილისის დროით).
უკვე დამტკიცებული ზამთრის სანავიგაციო პერიოდის განმავლობაში კვირაში 8 სიხშირით იფრენს.
Lufthansa გერმანიის უმსხვილესი ავიაკომპანიაა. ის 1953 წელს დაარსდა და ფრენების შესრულება 1955 წლიდან დაიწყო. 1994 წლამდე სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, დღეისთვის, ძირითადად, საერთაშორისო ინვესტორების მფლობელობაშია. დაფრინავს 220 მიმართულებით.