ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ექსკლუზიურად დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის დამზადებული საათი უსასყიდლოდ გადასცა. ექსკლუზიურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შემქნილი ელექტრომექანიკური საათი, ,,ციკოლიას SEVEN-ის ბრენდის მაჯის საათის პროტოტიპია და დღეიდან მისი ხილვა აეროპორტის შესასვლელში, გაფრენის დარბაზშია შესაძლებელი.
საერთაშორისო მასშტაბის ცნობილ ქართველ დიზაინერს ზვიად ციკოლიას ორჯერ მიენიჭა დიზაინის მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო RED DOT-ი. მის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შექმნილი ელექტრომექანიკური საათი არის უნიკალური დიზაინის და ექსკლუზიური კოლექციის ნაწილი, რომელიც არ მეორდება.