საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით სვანეთში, კურორტ ჰაწვალზე სათხილამურო ტურნირი “ზურულდის თასი 2023” გაიმართა. შეჯიბრში მოყვარული მოთხილამურეები და ყოფილი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ღონისძიებასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სვანეთში პრესტური მოაწყო, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები იყვნენ წარმოდგენილები.
შეჯიბრი სვანეთში მეორედ ჩატარდა. “ზურულდის თასი 2023”-ის ფარგლებში მოყვარულმა მოთხილამურეებმა თავიანთი შესაძლებლობები ღამის სრიალისას გამოცადეს, ყოფილი სპორტსმენები კი ერთმანეთს დღისით შეეჯიბრნენ. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. ამ შეჯიბრით ზამთრის სათხილამურო სეზონი სვანეთში დასრულდა. ღონისძიების მიზანი იყო სვანეთში ზამთრის სპორტული სახეობების პოპულარიზაცია და შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდა.