ზეთისხილი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ხილი. მას კაცობრიობის ისტორიაში ოდითგანვე უდიდესი როლი ჰქონდა. განსაკუთრებით, მას შეხვდებით თურქეთში, ანატოლიის მიწებზე, სადაც შესაფერისი კლიმატის გამო უამრავი სახეობის ზეთისხილი იზრდება. ეგეოსის რეგიონიდან დაწყებული ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ, აღმოსავლეთით ანატოლიამდე თითქმის ყველა ადგილი სავსეა მრავალსაუკუნოვანი ზეთისხილის ხეებით. თუმცა, კონკრეტულად ეგეოსის ზღვის რეგიონში ზეთისხილის ხეების უმეტესობა 75% მდებარეობს. სწორედ შემოდგომაა ის პერიოდი, როცა ზეთისხილის მოსავლის აღება ხდება.
მარშრუტები – სად წავიდეთ?
თურქეთი ზეთისხილის თვალსაზრისით შედის ევროპის საბჭოს მიერ აღიარებულ ყველაზე პოპულარულ მარშრუტებში. ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში იწამოება ზეთისხილი. როგორც ზემოთ აღინიშნა, მისი მნიშვნელოვანი ზონები ეგეოსის სანაპიროზეა და ასევე იდას მთის გარშემო. ძირითადად იგი შეგხვდებათ ბალიქესირში, იზმირში, აიდინსა და მუღლაში. მარშრუტის ფარგლებში შეგიძლიათ ეწვიოთ ადათეფეს ზეთისხილის მუზეუმს, სადაც შეისწავლით თუ როგორხდება მისი წარმოება. ასევე იმართება ზეთისხილთან დაკავშირებული ფესტივალებიც.
მოგზაურობისას ქალაქ მანისაში, ქირქაღაჩში (Manisa, Kırkağaç) შეძლებთ მოინახულოთ უძველესი ზეთისხილის ხე, რომელიც 1650 წლის არის. იგი 2013 წელს დარეგისტრირდა როგორც “მონუმენტური ხე” და მიეცა უძველესი მემკვიდრეობის სტატუსი. ასევე იზმირი ე.წ „ეგეოსის მარგალიტი“ ითვლება ზეთისხილის უმნიშვნელოვანეს კერად თურქეთში. მას ძირითადად ნახავთ ქალაქის შემდეგ რაიონებში – სელჩუქი, სეფერიჰისარი, გიულმაბაჰჩე, ურლა, ჩეშმე, ქარაბურუნი და სხვ. აღსანიშნავია, რომ იზმირის ადგილობრივი რესტორნები მიშლენის (Michelin) სახელმძღვანელოში შედის. ამასთან, სოფელ უზუნქუიუში (Uzunkuyu) ნახავთ Köstem-ის ზეითუნის ზეთს, რომელიც ზეთისხილის წარმოების 4000-წლიან ისტორიას ასახავს.
მრავალსაუკუნოვანი ტრადიცა – ზეთისხილის მოსავალი
ზეთისხილი ყვავილობას ივნისში იწყებს და ზაფხულის ბოლო დღეებამდე იზრდება, შემდგომ კი მოსავლის აღება ხდება შემოდგომაზე.