Ryanair-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ Alaskan Airlines-ის ინციდენტის შემდეგ 171 ერთეული Boeing 737 Max 9 ოპერირებაა გააჩერა, რაც პირდაპირ აისახება ამ ზაფხულში ავიაბილეთის ფასებზე.
”ტევადობა და ავიაბილეთის ფასები არის მთავარი საკითხები, განსაკუთრებით ზაფხულის პიკში. ფასები უფრო მაღალი იქნება, რადგან ევროპაში მოკლე მგზავრობის ტევადობა ნაკლები იქნება,” – თქვა ო’ლირიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ამ ზაფხულს დროულად ვერ მიიღებს Boeing-სგან დაპირებულ 10 თვითმფრინავს. ო’ლირის განმარტებით, ავიაკომპანიამ აპრილის ბოლომდე უნდა მიიღოს 57 თვითმფრინავი და სავარაუდოდ ივნისის ბოლოს კიდევ 50-ს მიიღებს.
”ეს დაგვტოვებს ხუთი, შვიდი, შესაძლოა 10 თვითმფრინავით წელს ზაფხულის პიკის სეზონისთვის”, – დასძინა ო’ლირიმ.
შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფრენის დროს, Alaska Airlines-ის სამგზავრო Boeing 737−9-მა ფიუზელაჟის ნაწილი „დაკარგა“. ამის გამო ეკიპაჟი იძულებული გახდა ავარიული დაშვება მოეხდინა. რეისი 1282 მიემგზავრებოდა პორტლენდიდან ონტარიოში.
მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც Alaska Airlines-ის ინციდენტის გამო აშშ-ს ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) 737 MAX 9-ის ფრენები შეაჩერა, Boeing-ის აქციები 8,7%-ით დაეცა. ამრიგად, მწარმოებელმა შეიძლება დაკარგოს მილიარდობით დოლარი.