ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 2 413 760 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 23%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან. 2023 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 1 967 824 მგზავრი შეადგინა.
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 499 186 მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ზაფხულის თვეებში კი 1 141 572 მგზავრს. შესაბამისად ზრდა 32%-ია.
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 46%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. მიმდინარე წლის ივნისი-ივლისი-აგვისტოს განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 402 522 მგზავრი გაატარა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 276 211 მგზავრი.
სამაგიეროდ მგზავრთნაკადის კლებაა ზაფხულის თვეებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის ივნისი-ივლისი-აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 512 052 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის ზაფხულის თვეებში კი 550 041 მგზავრს. შესაბამისად წელს ზაფხულს თვეებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 7%-ით ნაკლები მგზავრი მიიღო.