სექტემბერში მსოფლიოს მასშტაბით ავიაკომპანიებმა ფრენების გაუქმებები შეამცირეს, რადგან ინდუსტრია რთული ზაფხულის პერიოდის შემდეგ „ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება”, – ამბობენ კომპანია Cirium-ის ანალიტიკოსები.
”როგორც ჩანს, ინდუსტრია უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას ზაფხულის რთული ტურისტული სეზონის შემდეგ. ავიაკომპანიები ახორციელებენ რეგულარულ ფრენებს მინიმალური გაუქმებით და დროულად ახდენენ მგზავრების ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე“, – ნათქვამია ექსპერტების ანგარიშში.
სექტემბერში Norwegian-მა პუნქტუალურობით ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა და რეისების 83,9%-ი დროის სიზუსტით შეასრულა. ესპანური ავიაგადამზიდავი Iberia მცირედით ჩამორჩება ლიდერებს (81,5%), თუმცა წინა სამი თვის განმავლობაში ამ რეიტინგში პირველი იყო.
შემდეგი სამი გადამზიდავი რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებლით არის: Air Europa (81.1%), Finnair (80.6%) და SAS (79.7%).
ჩრდილოეთ ამერიკაში Delta ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიას დასახელდა, რომელმაც რეისების 89,2%-ი პუნქტუალურად შეასრულა, რასაც რეიტინგში მიჰყვა United Airlines-ი 86,9%-ით.
Japan Airlines (JAL) მსოფლიოში ყველაზე პუნქტუალური (91%) ავიაკომპანიაა, რეიტინგში შემდეგ მოდის იაპონური კონკურენტი ANA (90%).