STR-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, ბოლო ზაფხულის სეზონის განმავლობაში სასტუმრო ნომრებზე მაღალმა ფასებმა ევროპის დიდ ქალაქებში სასტუმროებს საშუალება მისცა Covid-19-მდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით, მეტი შემოსავალი მიეღოთ.
ბერლინის სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შემოსავლის მაჩვენებლები. მთლიანი საოპერაციო შემოსავალი თითო ვაკანტურ ნომერზე (GOPPAR) ივლისში 34 დოლარს აღემატებოდა, რაც 83%-ითაა გაზრდილი 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მასშტაბით სასტუმროების დატვირთულობა დაახლოებით 10%-ით დაბალია, ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში, ნომრების საშუალო ფასი 27%-ითა გაზრდილი. ამაზე გავლენას ახდენდა საცხოვრებლის მაღალი მოთხოვნა, როგორც ტურისტების, ისე საქმიანი მოგზაურების მხრიდან.
ევროპის სხვა ქალაქებს შორის, სადაც სასტუმროების მაღალი მომგებიანობა დაფიქსირდა, არის პარიზი. საფრანგეთის დედაქალაქში GOPPAR ივლისში დაახლოებით $313 იყო. ამავდროულად, ლონდონის სასტუმროების შემოსავლის დონე ნომერზე 172 დოლარია, ამსტერდამის სასტუმროები კი 98 დოლარია, რაც დაახლოებით 5%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.
„ივლისში ლონდონსა და პარიზში სასტუმროების დატვირთულობა იყო 85%, თითქმის გაორმაგებული ვიდრე ერთი წლის წინ. სწორედ სასტუმროს მაღალი ტარიფები იყო სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის აღდგენის მთავარი ფაქტორი“, – თქვა ალექს რობინსონმა, STR-ის ინდუსტრიის პარტნიორების დირექტორმა.
ექსპერტმა დასძინა, რომ ზაფხულის სეზონის ბოლოს ათენმა, ედინბურგმა და რომმაც “გამორჩეული” შედეგი აჩვენეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ეკონომიკა საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს, ევროპელი სასტუმროები ბოლო თვეების განმავლობაში აღდგნენ“, – დაასკვნა რობინსონმა.