28 მაისიდან Uzbekistan Airways-ი ​ბათუმის მიმართულებით სეზონურ ფრენებს განაახლებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით – ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

„ამ ზაფხულს, Uzbekistan Airways-ი გთავაზობთ გემო გაუგოთ საქართველოს და იმოგზაუროთ ბათუმში, მომხიბვლელ ზღვისპირა ქალაქში, რომელიც თავშესაფარია ბუნების, კულტურისა და გასტრონომიის მოყვარულთათვის. მოკლედ, ბათუმში შეგიძლიათ მთელი თქვენი შვებულება გაატაროთ გარუჯვაში, ცურვაში, გაეცნოთ აჭარულ სამზარეულოს და იგრძნოთ თავი ბედნიერად – ყველაფერი, რაც გჭირდებათ დიდი ხნის ნანატრი შვებულების დროს.

აქტიური დასვენების მოყვარულთათვის აჭარის თვალწარმტაც გარემოში ხელმისაწვდომია წყლის აქტივობები და მთის მარშრუტებია. ასევე შეგიძლიათ მოაწყოთ ექსკურსიები ღირსშესანიშნაობებში, რომელთაგან ბევრია აქ. საქართველოს ერთხელ ნამყოფ მოგზაურს დიდხანს ემახსოვრება ამ ქვეყნის სტუმართმოყვარეობას“, წერს უზბეკური მედია.

ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ფრენები 28 მაისიდან განახლდება. ერთი მიმართულებით ბილეთების ფასი 2,591 მილიონი სოუმიდან იწყება, ხოლო ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტი მარშრუტზე – 4,634 მილიონი სოუმიდან.

Uzbekistan Airways-ი ასევე ახორციელებს რეგულარულ ფრენებს ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტისმარშრუტზე, კვირაში 2 სიხშირით, ხოლო მარტის ბოლოდან აღნიშნულ მარშრუტზე ფრენების რაოდენობას კვირაში 3 სიხშირემდე გაზრდის.

გაიზრდება.