საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, დამტკიცდა ავიაკომპანიების ფრენის განრიგი ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის.
☑ ოქტომბრის ბოლო კვირიდან მომავალი წლის მარტის ბოლო შაბათამდე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან კვირაში საშუალოდ 415 რეისი შესრულდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, კვირის განმავლობაში შესრულებული რეისების საშუალო რაოდენობა 317-ს შეადგენდა, შესაბამისად, რეგულარული ფრენების რაოდენობა მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 31%-ით იზრდება. ავიარეისები ორი ქართული და 36 უცხოური ავიაკომპანიის მიერ შესრულდება (3 სატვირთო ავიაკომპანიის ჩათვლით).
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (TBS IATA winter season 2018-19) განხორციელდება 48 მიმართულებით, ესენია: ათენი, ალმა-ატა, ამსტერდამი, ასტანა, აქტაუ, ბარსელონა, ბაქო, ბაჰრეინი, ბოლონია, ბრიუსელი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, დიუსელდორფი, დოჰა, დუბაი, ეკატერინბურგი, ელ-ქუვეითი, ერევანი, ვარშავა, ვენა, თეირანი, თელ-ავივი, ისპაჰანი, კიევი, კრასნოდარი, ლონდონი, მინსკი, მიუნხენი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, პარიზი, პეკინი-ურუმჩი, პერმი, პრაღა, ჟუკოვსკი, რიგა, რიადი, რომი, როსტოვი, სოჭი, სანქტ-პეტერბურგი, სტამბული, ყაზანი, შარმ ელ შეიხი, შარჟა და ხარკოვი.➡ http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (KUT IATA winter season 2018-19) განხორციელდება 20 მიმართულებით, ესენია: ათენი, ბარსელონა, ბერლინი, ბუდაპეშტი, დორტმუნდი, ვარშავა, ვილნიუსი, ვენა, ვროცლავი, კატოვიცე, ლარნაკა, ლონდონი, მემინგენი, მილანი, მოსკოვი, პარიზი, პრაღა, რიგა, რომი და სალონიკი. ➡ http://www.gcaa.ge/geo/kutaisi.php
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (BUS IATA winter season 2018-19) განხორციელდება 5 მიმართულებით, ესენია: თელ-ავივი, კიევი, მინსკი, მოსკოვი და სტამბული.➡ http://www.gcaa.ge/geo/batumiout.php
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს (TBS cargo, IATA winter season 2018-19) განხორციელებენ Silk Way Airlines, Cargolux და Turkish Cargo შემდეგი მიმართულებებიდან: ბაქო, ლუქსემბურგი (თბილისიდან – თურქმენბაში) და სტამბული. ➡http://www.gcaa.ge/geo/cargofly.php