27 ოქტომბრიდან ავიაკომპანია Belavia ზამთრის განრიგზე გადადის. რა სიახლეებს უმზადებს ავიაკომპანია საკუთარ მგზავრებს? Belavia-ში განმარტავენ, რომ ზამთრის სანავიგაციო პერიოდში მინსკიდან დაგეგმილია ბათუმის, ლონდონისა და ბუდაპეშტის მიმართულებით რეისების ზრდა, კვირაში 4 სიხშირემდე.

რაც შეეხება მინსკი-თბილისის მიმართულებას, ავიაკომპანია კვირაში 11 სიხშირით გეგმავს ოპერირებას. საანგარიშო პერიოდში, ბაქოს მიმართულებით Belavia კვირაში 5 სიხშირით, რიგის, ბერლინისა და სტამბოლის მიმართულებით კი კვირაში 6 სიხშირით აპირებს ოპერირებას. ვილნიუსის მიმართულებით Belavia კვირაში 8 სიხშირით იფრენს.