ზამთარი ევროპაში ყოველთვის განსაკუთრებულია — ქუჩებს საშობაო დეკორაციების სადღესასწაულო სინათლე ავსებს, ჰაერში დარიჩინისა და ცხელი შოკოლადის არომატი დგას, ქალაქები კი ნამდვილ ზღაპრულ ილუსტრაციებს ემსგავსება. ესაა პერიოდი, როცა ბავშვობის ოცნებები ხელახლა იღვიძებენ, დრო ნელდება და ყველაფერი უფრო ჯადოსნურად გეჩვენება.
თუ საახალწლოდ მოგზაურობაზე ფიქრობთ, Wizz Air–თან ერთად შეგიძლიათ ევროპის ყველაზე ლამაზი საშობაო ქალაქები აღმოაჩინოთ — იქ, სადაც წლების გამოცდილება, ტრადიციები და თანამედროვე დღესასწაულის ატმოსფერო ერთად ქმნის დაუვიწყარ ზამთრის თავგადასავალს.
პრაღა — ქალაქი, სადაც ზამთარი ზღაპრად იქცევა
პრაღაში შობა უბრალოდ განსაკუთრებული დღე არ არის — ეს მთელი სეზონია. ძველი ქალაქის მოედანი ოქროსფერი განათებებით ნათდება, შუაგულში კი უზარმაზარი ნაძვის ხე იდგმება, რომელიც ყოველ წელს, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დეკორაციად ითვლება. ცხელი გლინტვეინის, ტრდელნიკების მადისაღმძვრელი სურნელი და შუასაუკუნეების არქიტექტურა ქმნის ზამთარის, რომელიც აღარასდროს დაგავიწყდება.
გერმანია და პოლონეთი — შობის ჯადოსნობის ორი დიდი სამყარო
გერმანია და პოლონეთი ევროპის საშობაო ბაზრობების გულს წარმოადგენენ — აქ ყველაზე მკვეთრად იგრძნობთ ზამთრის დღესასწაულებს.
გერმანიაში, იქნება ეს ბერლინი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, დორტმუნდი თუ მემინგენი, ქუჩები სააშობაოდ მორთულ-მოკაზმული სახლუკებით ივსება, სადაც ხელნაკეთი ნივთები, ტკბილეული და გლინტვეინი იყიდება. დორტმუნდი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაძვის ხით დაუვიწყარ სანახაობას ქმნის; ბერლინი კი მრავალფეროვანი, ენერგიული და თანამედროვეობით სავსე საშობაო ქალაქად გვევლინება.
პოლონეთიც თავისი განსაკუთრებული ხასიათით უერთდება ზამთრის ზღაპრულ ატმოსფეროს. ვარშავა, ვროცლავი, პოზნანი და კატოვიცე ზამთარში უთვალავი ფერებით ივსება — აქ ხელოვნების, განათებების, ყინულის ქანდაკებებისა და ადგილობრივი ტკბილეულის ნაზავი ისეთი ატმოსფეროს ქმნის, რომ დეკემბრის ყველაზე ცივ საღამოც გარეთ გასვლას აირჩევ. პოზნანი თავისი ყინულის ფესტივალით უნიკალურ ვიზუალურ სანახაობას ქმნის, ვარშავა კი დიდი ქალაქის ენერგიას საშობაო სითბოსთან აერთიანებს.
საშობაოდ გერმანიასა და პოლონეთში მოგზაურობა ერთ დიდ დღესასწაულში მოხვედრას ნიშნავს — სადაც ყველა ქალაქი თავისებურად გეუბნება: შობა უკვე დაიწყო და დროა შენი პატარა სასწაული აღმოაჩინო.
ბუდაპეშტი — ზამთარი, რომელიც დუნაის სინათლეში ცოცხლდება
ბუდაპეშტის საშობაო სეზონი განსაკუთრებულად ზღაპრულია. ვოროსმარტის მოედანი დღესასწაულის ცენტრად იქცევა, ხოლო ბასილიკის წინ, ყოველ საღამოს შოუ იმართება, რომელიც ქალაქს სინათლის ნამდვილ ზღაპრად აქცევს. აქ ზამთარი მელოდიად იქცევა — მშვიდ, თბილ და საოცრად რომანტიკულ მელოდიად.
ევროპის საშობაო ბაზრობები მხოლოდ დეკორაციები და ტკბილეული არ არის — ეს არის დრო, როცა ქალაქები გიხმობენ, რომ ბავშვობის ჯადოსნურ მოგონებებში დაბრუნდე. Wizz Air კი, ამ მოგზაურობას მარტივს და ხელმისაწვდომს ხდის. აირჩიე მიმართულება, ჩაალაგე თბილი ტანსაცმელი და გაემგზავრე იქ, სადაც დეკემბერი ყველაზე ლამაზია.
დაიმახსოვრე, შობის ჯადოსნობა ყოველთვის დაგხვდება იქ, სადაც შენ გადაწყვეტ მის პოვნას.












