ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი ოდესა-ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ოდესა-ბათუმი-ოდესას მარშრუტზე YanAir Airlines-ი ოპერირებას 29 მაისიდან შეუდგება და კვირაში ორი სიხშირით იფრენს. აღნიშნულ მარშრუტზე YanAir Airlines-მა ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაიწყო. ბილეთის ფასი მოიცავს მოსაკრებლებს, 7 კგ ხელბარგს და 23 კგ ბარგს.
აღსანიშნავია, რომ YanAir Airlines-ი დღეისათვის კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით ასრულებს რეისებს და ავიაკომპანიამ ივნისიდან უკვე დაანონსა ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებაზე ოპერირების განახლებაც.