უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი კიევიდან ბათუმის მიმართულებით, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში დაგეგმილ ავიარეისებზე აქვეყნებს ინფორმაციას. კომპანიის განმარტებით, YanAir Airlines-ი კიევი-ბათუმის საჰაერო ხაზზე კვირაში ორჯერ: ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს იფრენს.
გაწერილი განრიგის მიხედვით, YanAir Airlines-ი კიევის საერთაშორისო აეროპორტიდან (ჟულიანი) ფრენას 09:20 საათზე განახორციელებს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კი 14:40 საათზე.