უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ხარკოვიდან ბათუმის მიმართულებით განაახლებს რეისებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ხარკოვი-ბათუმის პირველი რეგულარული რეისი 5 ივნისს განხორციელდება. YanAir Airlines-ი აღნიშნულ მარშრუტზე კვირაში 2 სიხშირით იფრენს და რეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. YanAir Airlines-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ფრენები Boeing 737-300-ით განხორციელდება.
ავიაბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 112.05 ევროდანაა.