ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა მოგზაურობის ინდუსტრიის აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აფერხებს. განსაკუთრებით კი ეს ავიაკომპანიებს ეხება. გამონაკლისს არც დაბალბიუჯეტიანი ავიახაზები მიეკუთვნებიან, თუმცა არის ერთი ნათელი წერტილი, რომელიც ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი WIZZ Air-ის სარკმლიდან ანათებს.

მაშინ, როცა პირდაპირი კონკურენტების, Ryanair-ის და EasyJet-ის, ფრენები მცირდება და მათი დანაკარგები დრამატულად იზრდება, WIZZ Air აფიქსირებს მცირედ , მაგრამ სტაბილურ ზრდას, რაც შეგვიძლია მივიჩნიოთ დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების პოტენციალად პანდემიის პირობებში.  

უფრო მეტიც, ამ ფონზე , ჯოზეფ ვარადი, WIZZ Air-ის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ მომავალ კვარტალში ისინი უმიზნებენ დაუბრუნდნენ გასული წლის 80%-იან ზღვარს ,მანამდე კი, ამ კვარტალში გეგმა 60%-იან ნიშნულთან გატოლებაა, რაც შესანიშნავი შედეგი იქნება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სხვა ევროპელი კონკურენტები მხოლოდ 45%-ს ნიშნულს უახლოვდებიან.

უნდა აღინიშნოს, რომ WIZZ Air-თან მიმართებაში ყოველივე ზემოთქმულს აქვს თავისი მიზეზი:

  • პირველ რიგში მათ ყავთ ყველაზე ახალგაზრდა მგზავრები სხვებთან შედარებით, საშუალო ასაკი 32, შესაბამისად ისინი არ უფრთხიან ვირუსს და მიუხედავად არსებული მდგომარეობასა, აგრძელებენ მოგზაურობას.
  • მეორე, ყველაზე დაბალი ხარჯები ყველაზე დიდი A321neos (ერთ-ერთი ეკონომიური თვითმფრინავი მსოფლიოში) ფლოტის ქონის გამო. სურათზე, სწორედ, აღნიშნული მოდელის თვითმფრინავს ხედავთ.

იმედს ვიქონიებთ, რომ საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელობის მქონე ავიაკომპანია გააგრძელებს ამ წინსვლას და ისევ დაუბრუნდება ქართულ ცას ჩვეული სიხშირეებით.

წყარო: tourister.ge