დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, ქუთაისის  ბაზაზე დასაქმებისთვის, მასშტაბური რეკრუტინგის დღეს უკვე მეორედ ატარებს.

ღია რეკრუტინგის დღე 8 ნოემბერს, 9:00 საათზე სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხში” გაიმართება. 

„ვეძებთ ახალგაზრდა, მხიარულ, ენერგიით სავსე ადამიანებს, რომლებსაც სურთ შემოგვიერთდნენ, როგორც ბორტგამცილებლები და ეკიპაჟის წევრები ავიაკომპანიის ქუთაისის ბაზაზე“, – აცხადებს ავიაკომპანია.

ავიაკომპანიის მთავარი მოთხოვნებია: 18 წელს ზემოთ ასაკი; მინიმალური სიმაღლე ქალებისთვის 165 სმ, კაცებისთვის 175 სმ, ფეხის წვერებზე მდგარი, ხელებაწეულის სიმაღლე – 210 სმ; საშუალო სკოლის დიპლომი; სრულყოფილი ცოდნა წერისა და საუბრის ინგლისურის და სასურველია რომელიმე ევროპული ენის ცოდნა; ვალიდური პასპორტი შეზღუდვების გარეშე (მინიმუმ 6 თვე); ცურვის ცოდნა; არ გაქვთ ტატუები ან პირსინგები სხეულის ინ ნაწილზე რომელიც უნიფორმის ტარებისას შესამჩნევია; +4-ზე მეტი და -4-ზე ნაკლები მხედველობის პრობლემა, რა შემთხვევაშიც კანდიდატი ვერ ჩააბარებს სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას.

პირველად, ღია დასაქმების დღე ავიაკომპანიამ თბილისში 16 აგვისტოს გამართა.