მგზავრებს უკვე შეუძლიათ შეუფერხებლად დაჯავშნონ ატრაქციონებისა და მუზეუმების ბილეთები, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ტურები, სპორტული აქტივობები, ღონისძიებები და თეატრალური წარმოდგენები Wizz Air-ის ვებსაიტისა და აპლიკაციის საშუალებით.
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია გლობალურად*, მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს. WIZZ Experiences შეიქმნა Coras-თან პარტნიორობით, რომელიც ერთადერთი API-ის მეშვეობით, საუკეთესო ღონისძიებებისა და აქტივობების ბილეთების უმსხვილესი ონლაინ პროვაიდერია.
10 მილიონზე მეტი ბილეთი ახლა უკვე ხელმისაწვდომია Wizz Air-ის მომხმარებლებისთვის 65-ზე მეტ ქვეყანაში, 300 ქალაქში, 20 ენაზე. ფრენის საუკეთესო ფასის შერჩევის შემდეგ, მგზავრებს შეუძლიათ დაათვალიერონ ატრაქციონებისა და მუზეუმების ბილეთების დიდი არჩევანი, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ტურები, სპორტული საშვები, ღონისძიებები, ცოცხალი მუსიკა და თეატრალური წარმოდგენები მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით.
ყველა ბილეთი ხელმისაწვდომია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებსაიტზე და აპლიკაციაზე, მარტივი და შეუფერხებელი დაჯავშნის პროცესის მეშვეობით.
Wizz Air-ის სხვადასხვა მიმართულებაზე ყველაზე პოპულარული აქტივობებია:
- საბერძნეთი: დაივინგი, ზეითუნის ზეთის დეგუსტაცია, ბერძნული ტრადიციული მუსიკის საღამო და ვახშამი;
- დიდი ბრიტანეთი: საუკეთესო სპორტული ღონისძიებები, ცოცხალი მუსიკა და უესტ-ენდის შოუები, მათ შორის ჰამილტონი და მეფე ლომი;
- ესპანეთი: საგრადა ფამილიას ტური ბარსელონაში ან პრადოს მუზეუმის ტური მადრიდში; ბილეთები ბარსელონას საფეხბურთო მატჩზე; ველოტური მადრიდის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად და მალაგას სამი საუკეთესო ტაპას ბარის ვიზიტი ადგილობრივ გიდთან ერთად;
- საფრანგეთი: ბილეთები რიგში დგომის გარეშე ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: ეიფელის კოშკი, ლუვრის მუზეუმი ან ტური ვერსალის სასახლისა და ბაღების მიმართულებით;
- იტალია: მცირე ჯგუფური ტური პომპეიში არქეოლოგთან ერთად, ბილეთები კოლიზეუმში ან უფიცის გალერეაში, ტური ვატიკანში გიდთან ერთად ან მილანის საფეხბურთო გუნდის თამაშებზე დასწრება.
ჯეიმს გუდვინი, Wizz Air-ის Ancillary Revenue-ის ხელმძღვანელი:
„მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლებს კიდევ ერთ დამატებით სერვისს, WIZZ Experiences-ს ვთავაზობთ. ამ ახალი სერვისის საშუალებით მომხმარებლებს ექნებათ წვდომა 10 მილიონზე მეტი ატრაქციონის ბილეთზე ერთ სივრცეში, მოქნილი და შეუფერხებელი დაჯავშნის სისტემთ. დამხმარე პროდუქტებისა და პარტნიორული სერვისების გამოყენებით, ჩვენს მგზავრებს შეუძლიათ Wizz Air-ის აპლიკაციით მთელი მოგზაურობის დაგეგმვა: ფრენის ოპტიმალური დროისა და ფასის არჩევა, ბორტზე შოპინგი, ტრანსფერები, სასტუმროების და ამიერიდან უკვე სხვადასხვა აქტივობის დაჯავშნაც. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი შეთავაზებების გამრავალფეროვნებას, რათა Wizz Air-მა ნებისმიერი მოგზაურის საჭიროებებს უპასუხოს.”
მარკ მაკლაფლინი, Coras-ის აღმასრულებელი დირექტორი:
„Coras-ისა და Wizz Air-ის პარტნიორობით, მომხმარებლები შეძლებენ საუკეთესო ღონისძიებებისა და აქტივობების ბილეთების შეძენას. პრემიერ ლიგის ფეხბურთის თამაშები, ცოცხალი კონცერტები და საკულტო ატრაქციონები მოგზაურობისას მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ატარებს მოგზაური დროს დანიშნულების ადგილზე.”
About Wizz Air
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 207 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 60.3 მილიონი მგზავრისთვის 2023 წელს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Wizz Air-ი ATW-ის მიერ 2020 წელს, ხოლო ATA-ის მიერ 2019 და 2023 წლებში დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-ის მიერ 2022-2023 წლებში.