Wizz Air-მა სალონის ეკიპაჟის წევრების განახლებული გუნდი წარადგინა, რომლებიც, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, ბრენდის ამბასადორის ტიტულს ატარებენ. მათ შორისაა ქართველი ბარბარე ტაბიძე.

რას ნიშნავს Wizz Airის ამბასადორობა?

იყო ბრენდის ამბასადორი ნიშნავს, რომ 2 წლის განმავლობაში, გახდე კომპანიის წამომადგენელი სხვადასხვა ღონისძიებებზე, სოციალურ მედიაში და ზოგადად, საზოგადოებაში. მიიღო მონაწილეობა რეკრუტირების პროცესში და რაღა თქმა უნდა, გახდე გახდე Wizz Air-ის ყველაზე ცნობილი სახე.

როგორ ხდება Wizz Airის ამბასადორების შერჩევა?

ამბასადორების გუნდი შიდა კონკურსის საშუალებით ირჩევა, რომელში მონაწილეობაც სალონის ეკიპაჟის ყველა იმ წევრს შეუძლია, რომელიც 1 წელზე მეტია, WIZZ-ის თანამშრომელია. შესაბამისად, ბრენდის ამბასადორობა, კომპანიის ყველა თანამშრომლისთვისაა ხელმისაწვდომი. Wizz Air-ის ამბასადორების გუნდი, საუკეთესოთა შორის, საუკეთესოები არიან. ამიტომ Wizz Air-ის გუნდში, ქართველი თანამშრომლის მოხვედრა, განსაკუთრებული ამბავია.

ვინ არის Wizz Airის ქართველი ამბასადორი?

ბარბარე ტაბიძე WIZZ-ის თანამშრომელი 2019 წლიდანაა და ბორტგამცილებლის პოზიციას, ქუთაისის ბაზაზე იკავებს. ის საკუთარ თავს ახასიათებს როგორც აქტიურ მოქალაქეს და მართლაც ასეა – ბარბარე მრავალ სოციალურ ინიციატივაშია ჩართული. მაგალითად, 2020 წელს, დაარსა საქველმოქმედო ჯგუფი, რომლის მიზანიც, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პანდემიის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისა თუ ოჯახების მხარდაჭერა და დახმარება გახდა. დაარსების დღიდან, საქველმოქმედო ინიციატივა 300-ზე მეტ ოჯახს დაეხმარა და დღემდე, 2022 წელსაც არ აპირებენ გაჩერებას.

ასევე, ბარბარე WIZZ ACADEMY-ის წევრია. ეს არის უნიკალური პროგრამა, რომელიც მსურველებს შესაძლებლობას აძლევს განავითარონ კარიერა კომპანიაში და მიაღწიონ ტოპ პოზიციებს.

ბარბარე ტაბიძე: “ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრს ვმოგზაურობ, არამედ იმიტომ, რომ WIZZ AIR-ში გაქვს შესაძლებლობა, კარიერულად გაიზარდო, გაიცნო ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, ეზიარო მათ კულტურას და განვითარდე როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად.

ახლახანს Wizz Air-ის ამბასადორად ამარჩიეს – მომდევნო 2 წელი წარმოვადგენ კომპანიის ბრენდის სახეს სხვა ქვეყნის ამბასადორებთან ერთად, რაც ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს, უფრო მეტად ჩავერთო ჩვენი კომპანიისა და ზოგადად ავიაციის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში.

 ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებ, რომ ქუთაისის ბაზაზე ორგანიზება გავუწიო გარემოს დაცვით ღონისძიებებს, რაშიც კომპანია აუცილებლად დაგვიჭერს მხარს, რადგან Wizz Air ევროპის ყველაზე მწვანე ავიახაზია და გარემოზე ზრუნვაც ჩვენს პრიორიტეტებს შორისაა“.
ჩვენი რჩევაა, მიჰყევით ბარბარეს სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე და გაიცანით მისი საინტერესო, მრავალფეროვანი და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება!

https://www.instagram.com/barbaretabidze/

Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი

ავაიაკომპანიაა. იგი 153 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან 700-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 45 ქვეყანაში არსებულ 155 დანიშნულების ადგილს აკავშირებს. Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 5000 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2021 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 40-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა.