Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია გლობალურად, იწყებს თანამშრომლობას საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან დამწყები პილოტების პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით. ეს სტრატეგიული პარტნიორობა მიზნად ისახავს  სტუდენტების მხარდაჭერას, მათი კარიერული წინსვლის უზრუნველყოფას და საავიაციო ლიდერების მომავალი თაობის გაძლიერებას. Wizz Air-მა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პროექტი 2017 წელს წამოიწყო და ამჟამად წარმატებულად თანამშრომლობს ესტონეთის, უნგრეთის, ლიტვის, პოლონეთისა და უკრაინის უნივერსიტეტებთან, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი თანამშრომლობას.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, Wizz Air-ი ცდილობს გამოიყენოს ახალგაზრდა, დამწყები პილოტების პოტენციალი და განავითაროს მათი კარიერა საავიაციო ინდუსტრიაში. Wizz Air-ისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი პილოტების მხარდაჭერა იმ ქვეყნებში, სადაც ავიაკომპანიის ბაზებია განთავსებული, შესაბამისად, მომავალი პროფესიონალები შეძლებენ კარიერულ განვითარებას სასურველი ქვეყნიდან, მათთვის საყვარელი, ახლო ადამიანების გარემოცვაში. თანამშრომლობის ფარგლებში, Wizz Air-ი ჩაატარებს სესიებს, რომლებიც გაგრძელდება ორიდან ოთხ დღემდე. სესიების მიზანია სტუდენტების ინფორმირება ავიაკომპანიის პილოტის ცხოვრების შესახებ. ლექციები მოიცავს მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის ოპერაციულ პროცედურებს, ეკიპაჟის მუშაობის დინამიკასა და კარიერული განვითარების გზებს საავიაციო ინდუსტრიაში.

ეფექტური რეკრუტირების მნიშვნელობის გათვალისწინებით, Wizz Air-ი სტუდენტებს შესთავაზებს მენტორობასა და იმ საჭირო რესურსებს, რომლებიც მათ  უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. რეზიუმეების დაწერიდან ინტერვიუს ტექნიკამდე, სტუდენტები მიიღებენ სრულ მხარდაჭერას, რათა გააძლიერონ პერსპექტივები კონკურენტულ საავიაციო სამუშაო ბაზარზე. სკოლის დამთავრების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ პირდაპირი წვდომა Wizz Air-ის რეკრუტირების სესიებზე, რაც მათ უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, დაიწყონ კარიერა ევროპის ერთ-ერთ წამყვან ავიაკომპანიაში. დასაქმების ეს პირდაპირი მეთოდი ხაზს უსვამს Wizz Air-ის ვალდებულებას განავითაროს ნიჭი და ხელი შეუწყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდას საავიაციო განათლების მიღებიდან, ინდუსტრიაში დასაქმებამდე.

„საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ჩვენ მიზნად ვისახავთ, სტუდენტებს მივაწოდოთ საჭირო ინსტრუმენტები, რესურსები და შესაძლებლობები, რომლებიც მათ სჭირდებათ დინამიკური საავიაციო ლანდშაფტის განვითარებისთვის. ჩვენ  ერთად ვიზრუნებთ იმ გამოცდილი პილოტების ნიჭის გაძლიერებაზე, რომლებიც ქმნიან საავიაციო ინდუსტრიის მომავალს“, – აცხადებს Wizz Air-ის პრეზიდენტი რობერტ ქერი.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 208 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 60.3 მილიონი მგზავრისთვის 2023 წელს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით.  კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Wizz Air-ი ATW-ის მიერ 2020 წელს, ხოლო ATA-ის მიერ 2019 და 2023 წლებში დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-ის მიერ 2022-2023 წლებში.