ვინაიდან კიევის საერთაშორისო (ჟულიანი) აეროპორტს საჰაერო ხომალდების მიღების შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი სამომავლოდ სხვა აეროპორტში გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ჯოზეფ ვარადის განმარტებით, თავდაპირველად Wizz Air-ი ბორისპოლის აეროპორტში ოპერირებდა და ვინაიდან კიევის საერთაშორისო აეროპორტმა უფრო მომგებიანი პირობები შესთავაზა „ლოუკოსტერმაც“ „ბორისპოლი“ „კიევით“ ჩაანაცვლა.
ამ დროისათვის კი Wizz Air-ი გადასვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტთან, ასევე სხვა აეროპორტებთანაც.
Wizz Air-ის მენეჯმენტის განმარტებით, კიევის საერთაშორისო აეროპორტს ძალიან ვიწრო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გააჩნია და ვინაიდან ავიაკომპანია ეტაპობრივად Airbus А321-ზე გადადი, რომელიც А320-ზე დიდია, ამ ფონზე მათ თვითმფრინავებს კიევის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება საკმაოდ გაუჭირდებათ.