უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის თანადამფუძნებელმა იოსიფ ვარადიმ დღეს საქართველოს ელჩს, თამუნა ლილუაშვილს უმასპინძლა. საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრა ძალიან დადებით ატმოსფეროში შედგა, სადაც მხარეებმა რეალური შედეგები განხილეს.

„კომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ 5 ახალ მიმართულებას ამატებს და ამასთანავე, აქვს ინტერესი საქართველოს სხვა რეგიონებშიც იყოს წარმოდგენილი. საქართველოსა და კომპანია Wizz Air შორის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.