2022 წელს, საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი, ტრადიციულად, კვლავ Wizz Air-ია:

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში Wizz Air-მა რეგულარული და ჩარტერული რეისებით 469 222 მგზავრი გადაიყვანა, ამ მაჩვენებლით ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის 13%-ის მფლობელია.

2022 წელს, საქართველოში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული თვითმფრინავი დაბრუნდა:

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, Wizz Air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ივლისში, მსოფლიო პანდემიის პირობებში, ავიაკომპანიამ საქართველოდან ბაზირებული თვითმფრინავები გაიყვანა, რამაც საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

მეორე ბაზირებული ხომალდის დაბრუნებასთან ერთად, განახლდა პირდაპირი რეისები ქუთაისიდან პარიზისა და ტალინის მიმართულებით და გაიზარდა ფრენის სიხშირეები უკვე არსებულ მიმართულებებზე.

ჟაჟა ტრუბეკი, WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:

მოხარულები ვართ, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2022 წელს, საქართველოში მეორე ბაზირებული ხომალდი დაბრუნდა. ეს საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს შევთავაზოთ ახალი მიმართულებები და მეტი რეისები.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა, ქართულ ბაზართან დაკავშირებით ავიაკომპანიას საინტერესო გეგმები აქვს. გპირდებით, რომ 2023 წელს, კიდევ მრავალი კარგი სიახლით გაგანებივრებთ!“

 2022 წელს ცნობილი გახდა, რომ სულ მალე დაბრუნდება მესამე ბაზირებული ხომალდი და 5 ახალი მიმართულება დაემატება:

2023 წლის ივნისიდან, Wizz Air მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ახალი მიმართულებით დაიწყებს. ეს მიმართულებებია: მადრიდი, ბრიუსელი, ჰამბურგი, ფრანკფურტი და პოზნანი.

 Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი ახალი მიმართულებების გარდა, უკვე არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

2022 წელს, Wizz Air-ის ქართველი ამბასადორი დასახელდა:

იყო ბრენდის ამბასადორი ნიშნავს, რომ 2 წლის განმავლობაში, გახდე კომპანიის წამომადგენელი სხვადასხვა ღონისძიებებზე, სოციალურ მედიაში და ზოგადად, საზოგადოებაში. მიიღო მონაწილეობა რეკრუტირების პროცესში და რაღა თქმა უნდა, გახდე გახდე Wizz Air-ის ყველაზე ცნობილი სახე.

ამბასადორების გუნდი შიდა კონკურსის საშუალებით ირჩევა, რომელში მონაწილეობაც სალონის ეკიპაჟის ყველა იმ წევრს შეუძლია, რომელიც 1 წელზე მეტია, Wizz-ის თანამშრომელია. შესაბამისად, ბრენდის ამბასადორობა, კომპანიის ყველა თანამშრომლისთვისაა ხელმისაწვდომი. Wizz Air-ის ამბასადორების გუნდი, საუკეთესოთა შორის, საუკეთესოები არიან. ამიტომ ქართველი თანამშრომლის მოხვედრა, განსაკუთრებული ამბავია.

2022 წელს, უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად, Wizz Air-მა 100 000 უფასო ადგილი გამოყო:

Wizz Air-მა, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, განაცხადა რომ მხარს უჭერს უკრაინელ ლტოლვილებს და მათ, 100,000 უფასო ადგილს სთავაზობს ევროპის ყველა რეისზე, რომელიც უკრაინის სასაზღვრო ქვეყნებიდან: პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან განხორციელდება.

ამ ფორმით, Wizz Air დაეხმარა ლტოლვილებს, უსაფრთხოდ მისულიყვნენ საბოლოო დანიშნულების წერტილში. ასევე, ავიაკომპანიამ დაამატა თვითმფრინავები და დამატებითი ფრენები, რათა საჭიროების შემთხვევაში, ლტოლვილებს შეფერხების გარეშე ეფრინათ.

ასევე, 2022 წელს, Wizz Air-მა დაამტკიცა, რომ ის ყველაზე მწვანე ავიაკომპანია:

2022 წელს, Wizz Air-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ყველაზე მწვანე არჩევანია – ავიაკომპანიას ევროპის მასშტაბით, ერთ მგზავრზე ყველაზე დაბალი ნახშირბადის ემისიის მაჩვენებელი აქვს და გეგმავს, რომ 2030 წლისთვის, 2019 წელთან შედარებით, ეს 25%-ით შეამციროს ეს რიცხვი.

ზედმეტი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, Wizz Air არ დაფრინავს ნახევრად ცარიელი თვითმფრინავებით. ავიაკომპანია დაფრინავს მხოლოდ პირდაპირი მარშრუტებით. ერთი აფრენა, ერთი დაფრენა, შემაერთებელი ფრენის გარეშე – ზედმეტი საწვავის გარეშე. დამატებით, Wizz Air-ს არ აქვს ბიზნეს კლასის ადგილები – ეს არის გამონაბოლქვის შემცირების კიდევ ერთი მაგალითი.

პანდემიამდელი მონაცემებით, Wizz Air-ის თითოეული მგზავრს ეფექტი ნახშირბადის ემისიაზე, კილომეტრზე მხოლოდ 57,2 გრამია. თუ ყველა ავიაკომპანია Wizz Air-ის მსგავსად ეფექტური იქნება, მაშინ მხოლოდ ერთ ღამეში, ევროპაში CO2-ის გამონაბოლქვი 34%-ით შემცირდება.

Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 117 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან 700-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 45 ქვეყანაში არსებულ 155 დანიშნულების ადგილს აკავშირებს. Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 5000 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა.

ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდების ათეულში airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

Wizz Air Group, communications@wizzair.com