Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია აცხადებს მიღებას პილოტთა აკადემიაში. საავიაციო ბაზრის წამყვანი სასწავლო პროგრამა უკვე დაამთავრა 100ზე მეტმა პილოტმა, რომლებიც დღესდღეობით ავიაკომპანიაში არიან დასაქმებულები.
Wizz Air Pilot Academy-ის პროგრამა უზრუნველყოფს უნიკალურ, მარტივ და ფინანსურად ხელმისაწვდომ გზას Wizz Air-ში კომერციული პილოტის პოზიციაზე მოხვედრისთვის. სასწავლო პროგრამის დასრულებას 18 თვე სჭირდება და ხელმისაწვდომია როგორც Trener Flight Academy-ში უნგრეთში, ასევე Egnatia Aviation-ში, საბერძნეთში.
ინტეგრირებული ATPL პროგრამა იწყება Ab-Initio ტრენინგით, სადაც იუნკერები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და უნარებს, რომლებიც საჭიროა პილოტად გახდომისთვის. კადეტები, რომლებიც წარმატებით დაამთავრებენ, გადადიან Advanced Training-ში, რომელიც მოიცავს ხუთკვირიან Airbus A320-ის მართვის კურსს. ამის შემდეგ, იუნკერები გაივლიან Wizz Air-ის სპეციფიკურ ავიაკომპანიის ტრენინგს, სანამ გახდებიან ავიაკომპანიის სრულუფლებიანი მფრინავები.
სხვა ავიაკომპანიის პროგრამებთან შედარებით, კურსი გთავაზობთ ბაზარზე წამყვან სწავლის საფასურს 61,460 ევროს ოდენობით. კადეტებს მოეთხოვებათ გადაიხადონ მხოლოდ 13,950 ევრო კურსის დაწყებამდე, ხოლო დანარჩენ საფასურს წინასწარ იხდის ავიაკომპანია, თუ კადეტები აკმაყოფილებენ ტრენინგის მეხუთე თვის შემდეგ მოთხოვნილ სტანდარტს. კადეტები დარჩენილ საფასურს განვადებით გადაიხდიან მხოლოდ მაშინ, როდესაც Wizz Air-ში პირველი ოფიცრის სრულ ხელფასს მიიღებენ.
კადეტებს, რომლებიც შეუერთდებიან ავიაკომპანია Wizz Air-ს პილოტთა აკადემიის პროგრამის მეშვეობით, ექნებათ შესაძლებლობა მართონ ავიაკომპანიის მუდმივად მზარდი ახალგაზრდა, ულტრათანამედროვე და მდგრადი Airbus თვითმფრინავების ფლოტი 1100-ზე მეტი მიმართულებით.
ამბიციურ მფრინავ პილოტებს, რომელთაც სურთ შეიტყონ მეტი პროგრამის შესახებ, შეუძლიათ შეუერთდნენ Wizz Air-ის ვირტუალურ ღია კარის დღეს 2022 წლის 12 დეკემბერს 17:00 (CEST) რეგისტრაციისთვის, დააკლიკეთ აქ.
კანდიდატებს შეუძლიათ პირდაპირ შეიტანონ განაცხადი პროგრამაზე Wizz Air Pilot Academy ვებსაიტზე.