Wizz Air-მა Airline Ratings-ის, ავიაკომპანიების უსაფრთხოების, პროდუქტის ხარისხისა
და მგზავრთა შეფასებების გლობალური ავტორიტეტის, რეიტინგში მსოფლიოში მეორე
საუკეთესო ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიის ადგილი დაიკავა და 2026 წლის ტოპ 10
გლობალურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას შორის მოხვდა. აღნიშნული შეფასება
ხაზს უსვამს Wizz Air-ის ერთგულებას დაბალბიუჯეტიან სეგმენტში საიმედო და
მაღალი ხარისხის სამოგზაურო გამოცდილების შეთავაზებისადმი, რაც მხარდაჭერილია
ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ფლოტითა და ძლიერი ოპერაციული
მაჩვენებლებით.

Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი, იოზეფ ვარადი:
„Wizz Air-ში ყოველთვის გვჯეროდა, რომ დაბალბიუჯეტიანი მოდელი არ უნდა
ნიშნავდეს ხარისხზე კომპრომისს. ამ რეიტინგში მოხვედრა დასტურია იმ
პროდუქტის, რომელიც შევქმენით — პრემიუმ გამოცდილება ხელმისაწვდომ ფასად,
რომელიც დაფუძნებულია დისციპლინაზე, საიმედოობასა და მომხმარებელზე
ორიენტირებულ მიდგომაზე. ჩვენ ვოპერირებთ თანამედროვე ფლოტით,
მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ ტრენინგებსა და ტექნოლოგიებში და
ყოველდღიურად ვზრდით სტანდარტებს დაბალბიუჯეტიანი ავიაციის ინდუსტრიაში.
ეს აღიარება ადასტურებს, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასებულია და ასახავს ჩვენი
ეკიპაჟებისა და ყველა თანამშრომლის დაუღალავ შრომას, რომლებიც ყოველდღიურად
უზრუნველყოფენ ავიაკომპანიის მაღალი სტანდარტით ფუნქციონირებას. ეს
წარმატება სწორედ მათ ეკუთვნით.”
Airline Ratings-ის აღმასრულებელი დირექტორი, შერონ პეტერსენი:
„Wizz Air კვლავ აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ულტრა-დაბალბიუჯეტიანმა
ავიაკომპანიამ წარმატებით შეუთავსოს კონკურენტული ფასები თანამედროვე
ფლოტსა და მაღალ ოპერაციულ ეფექტიანობას. მგზავრებზე ორიენტირებული
ინიციატივები, როგორიცაა Wizz Discount Club, წევრებს სთავაზობს დანაზოგს ბილეთებსა
და ბარგზე, ხოლო WIZZ MultiPass-ის სააბონენტო პროგრამა მგზავრებს საშუალებას
აძლევს უზრუნველყონ რეგულარული ყოველთვიური ფრენები პროგნოზირებად
ფასებში. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა Airbus-ის ფლოტითა და სწრაფად
მზარდი მარშრუტების ქსელით, ავიაკომპანია მყარად ჩამოყალიბდა, როგორც
მნიშვნელოვანი მოთამაშე ულტრა-ბიუჯეტური ავიაციის სექტორში.”
მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების შეფასება ეფუძნება მხოლოდ
მგზავრებისთვის შეთავაზებულ ფრენის გამოცდილებას, განსაკუთრებული
ყურადღებით არჩევანზე, კომფორტსა და ფასისა და ხარისხის შესაბამისობაზე
ავიაკომპანიის ქსელის მასშტაბით.

რეიტინგში წარმოდგენილი ავიაკომპანიების
სრული სია და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ
ბმულზე:  https://www.airlineratings.com/

Wizz Air-ი ოპერირებს 261 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი
ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს
მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი
არჩევანი 68,6 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია
ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. იგი airlineratings.com-ის — მსოფლიოში
ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტის შეფასების სააგენტოს — მიერ
დასახელდა მსოფლიოს ათ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის, ხოლო Air
Transport Awards-ის მიხედვით „წლის ავიაკომპანიის” ტიტული მოიპოვა 2019 და 2023
წლებში. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი
ავიაკომპანია” World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში 2021-2025 წლებში. 2025
წელს კი, ავიაციის ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მიხედვით, ავიაკომპანია
ლიდერობდა ემისიების მაჩვენებლებით, რაც განპირობებულია ემისიების
ინტენსივობის შემცირების მიმართულებით განხორციელებული ქმედებებით.
მეტი ინფორმაციისთვის:
Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების გუნდი:: communications@wizzair.com