Wizz Air-ი კიდევ ერთხელ დასახელდა ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად The World Finance Sustainability Awards 2025-ზე. ავიაკომპანია მეხუთე წელია იმარჯვებს ამ ნომინაციაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Wizz Air-ის წამყვან როლს ავიაციაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინდუსტრია აქტიურად ცდილობს ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებას.

The World Finance-ის ჟიურიმ, რომელსაც მხარს უჭერდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვლევები, Wizz Air-ი 2025 წლის გამარჯვებულად დაასახელა კომპანიის გლობალური ლიდერობისთვის მდგრადობის მიმართულებით. მათ შორის აღინიშნა კომპანიის აქტიური მონაწილეობა „ნულოვანი ემისიის ავიაციის ალიანსში” (AZEA) და ასევე წვლილი კლიმატურ პოლიტიკაში, რომელიც გამოიხატა მათი მონაწილეობით COP29-ის მსგავს მაღალი დონის ღონისძიებებში.

Wizz Air-ი აგრძელებს მუშაობას ინდუსტრიის ყველაზე დაბალი ნახშირბადის ემისიით ერთ მგზავრზე თითო კილომეტრზე – 2024 ფინანსურ წელს[1], კომპანიის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 52 გრამ CO₂-ს მგზავრ-კილომეტრზე, რაც მკვეთრად ჩამორჩება ინდუსტრიის საშუალო მონაცემებს[2], ეს შედეგი მიღწეულია ფლოტის განახლების თანამედროვე სტრატეგიითა და ოპერაციული ეფექტიანობით. კომპანიის ავიაფლოტის 61%-ზე მეტი შედგება უახლესი თაობის Airbus A321neo თვითმფრინავებისგან, რომელთაც 20%-ით ნაკლები საწვავის წვა და 50%-ით დაბალი ხმაურის დონე აღენიშნებათ. ფლოტის საშუალო ასაკი შეადგენს მხოლოდ 4.7 წელს, რაც Wizz Air-ს ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდული ფლოტის მქონე ავიაკომპანიად აქცევს მსოფლიოში.

ივონ მოინიჰან, Wizz Air-ის კორპორაციული და ESG ოფიცერი: „ჩვენთვის დიდი პატივია უკვე მეხუთედ მივიღოთ ეს პრესტიჟული აღიარება. Wizz Air-ის მდგრადობის სტრატეგია ინტეგრირებულია კომპანიის ყველა მიმართულებაში – დაწყებული საწვავის ეფექტიანობით, დამთავრებული ინვესტიციებით მომავალზე ორიენტირებულ ტექნოლოგიებში. როგორც ჩვენს ახლახან გამოქვეყნებულ Net Zero Roadmap-შიც (“ფრენა ნულოვანი ემისიებისკენ”) დეტალურად არის აღწერილი, მიგვაჩნია, რომ ავიაციაში ნულოვანი ემისიების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ინოვაციით – პოლიტიკის შემმუშავებლების, საწვავის მწარმოებლებისა და მთელი საავიაციო ეკოსისტემის მჭიდრო თანამშრომლობით.”

ჟიურის წევრებმა ასევე გამოარჩიეს Wizz Air-ის მზარდი ინვესტიცია მდგრად საავიაციო საწვავში (SAF). კომპანიამ შეიმუშავა ამბიციური მიზანი – 2030 წლამდე ფრენების მინიმუმ 10% შესრულდეს მდგრადი საწვავით, რაც ამ ეტაპზე ევროკავშირის მოთხოვნებსაც კი აღემატება. ამ მიზნის მისაღწევად Wizz Air ქმნის პარტნიორობას SAF საწარმოებთან და მონაწილეობს მათ განვითარებაში.

დამატებითი ქულები Wizz Air-ს გადაეცა საოპერაციო ინოვაციებისთვის, რომელთა შორისაა მსუბუქი მასალების გამოყენება თვითმფრინავებში, ჭკვიანი საწვავის მართვის სისტემები, ერთძრავიანი ტაქსირება და მიწის ელექტროენერგიაზე გადასვლა, რაც მთლიანობაში მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის ხარჯვას.

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air-ი ოპერირებს 237 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”.

[1] იგულისხმება პერიოდი 2023 წლიდან 2024 წლის ივნისამდე.

[2] დაფუძნებულია კონკურენტი ავიაკომპანიების მიერ გამოქვეყნებულ უახლეს მონაცემებზე ემისიის ინტენსივობის შესახებ ბოლო 12 თვის განმავლობაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა კომპანიების ანგარიშგების პერიოდებში შეიძლება არსებობდეს სხვაობა. მიუხედავად სიზუსტის მაქსიმალური უზრუნველყოფისა, გარკვეული შეუსაბამობები მაინც შესაძლებელია მონაცემთა აღრიცხვის მეთოდოლოგიისა და პროცესების განსხვავებული მიმდინარეობის გამო.