ვალენტინობა  იდეალური დღეა დროის  ერთად, სითბოსა და სიყვარულში გასატარებლად. წელს Wizz Air-მა ვალენტინობას განსაკუთრებული ელფერი შესძინა და სიყვარული ცაში, ფრენისას გაავრცელა. ავიაკომპანიის ევროპული ქსელის მასშტაბით, 14 წყვილს ფრენის დროს ეკიპაჟმა სასიამოვნო სურპრიზები მოუმზადა. მათ შორის იყო ორი ქართველი წყვილი, რომელმაც  ვალენტინობის დღე განსაკუთრებულად აღნიშნა ქუთაისიდან პრაღის მიმართულებით ფრენისას.

აფრენისთანავე, ქართველი წყვილი — ისევე როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეული დანარჩენი 12 წყვილი — ერთმანეთის გვერდით განთავსდა და სიმბოლურ საჩუქრად სასმელი და შოკოლადები მიიღო. ამ პატარა, მაგრამ გულთბილმა დეტალებმა ფრენა ნამდვილ ვალენტინობის დღესასწაულად აქცია  მაღლა, ღრუბლებს ზემოთ.

„ვალენტინობის დღე გვახსენებს, რომ ფრენაც შეიძლება თავისთავად იყოს გამოცდილება,” — აღნიშნა გაბრიელე სალვატორე იმპერიალემ, Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა. „Wizz Air-ში ვამაყობთ, რომ ჩვენს მგზავრებს კომფორტულ, სასიამოვნო და მარტივ მოგზაურობას ვთავაზობთ. ამჯერად გვინდოდა რამდენიმე წყვილისთვის განსაკუთრებული ყურადღება გამოგვეხატა და შეგვექმნა ისეთი მომენტები, რომლებიც მართალია ბორტზე იწყება, თუმცა დაშვების შემდეგაც გრძელდება და მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. ბორტზე არსებული სასმელებისა და ხემსის მრავალფეროვანი არჩევანი მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, ფრენისას ისიამოვნონ გემრიელი კერძებით და სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყონ ერთმანეთს.”

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 259 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 63,4 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. 2021-2025 წლებში Wizz Air-ი World Finance Sustainability Awards-ის მიერ „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად“იქნა აღიარებული. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახანს, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.