ევროპულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა თვითმფრინავების დეფიციტის დასაძლევად მალტაში რეგისტრირებული უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის მთელი ფლოტი იჯარით გაიღო.
Wizz Air ახლა აწყდება თვითმფრინავების სერიოზულ დეფიციტს და იძულებულია გააუქმოს ათეულობით ფრენა ევროპის მასშტაბით. კომპანიის ფლოტის მეოთხედი გაჩერებულია, მას შემდეგ, რაც Pratt & Whitney GTF ძრავებთან გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა.
SkyUp Airlines-ის ორი თვითმფრინავი ბაზირებულია ბუქარესტში, ერთი ვარშავაში და უკვე დაფრინავს Wizz Air-ის სახელით.
SkyUp Airlines-ის Boeing 737-800 აქვს Wizz Air-ის Airbus A320neo-ს მსგავსი განლაგება, რომელიც გაჩერებულია ძრავის პრობლემების გამო. პირველს 189 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, მეორეს კი 186.
როგორც ცნობილია, SkyUp Airlines-მა დაარეგისტრირა შვილობილი ავიაკომპანია SkyUp MT მალტაში, და სამი Boeing 737-800 უკრაინული რეგისტრაციიდან მალტის რეგისტრაციაზე გადაიტანა. ახლა ისინი ოპერირებენ სარეგისტრაციო ნომრებით 9H-SAT, 9H-SAU, 9H-SAS. ევროკავშირის დროშის ქვეშ ფუნქციონირება SkyUp Airlines-ს საშუალებას აძლევს ევროპის ბაზარზე შეზღუდვების გარეშე მოახდინოს ოპერირება, რაც შეუძლებელი იყო უკრაინული რეგისტრაციის გამოყენებისას.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე SkyUp Airlines-ი უკრაინის უმსხვილეს ავიაკომპანიებს შორის იყო. ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ ფრენებს ტუროპერატორ Join UP!-ის სახელით და ასევე ასრულებდა საკუთარი რეგულარულ ფრენებს.
2022 წლის შემდეგ SkyUp Airlines-მა განაგრძო ოპერირება უკრაინის ფარგლებს გარეთ, იჯარით გასცა თავისი თვითმფრინავები ავიაკომპანიებზე, რომლებიც ფლოტის დეფიციტს განიცდიან.