2020 წლის დასაწყისში დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air -მა საკუთარ მგზავრებს შესაძლოა ახალი პროდუქტი შესთავაზოს: გარკვეულ მარშრუტებზე აბონემენტი. რამდენიმე დღის წინ, პოლონური მედია წერდა, რომ უნგრული “ლოუკოსტერი” მომხმარებელს რევოლუციურ სიახლეს შესთავაზებდა.
Fly4Free ვარაუდობს, რომ Wizz Air-მა შესაძლოა წლიური აბონემენტი შემოიღოს, რომელიც გარკვეულ მიმართულებებზე ულიმიტო მგზავრობას ითვალისწინებს. თუმცა გამოცემის ნაწილი მიიჩნევს, რომ აბონემენტი ულიმიტო არ იქნება და ფრენების რაოდენობა აუცილებლად განსაზღვრული იქნება.
ახალი სერვისის დანერგვის შემთხვევაში, მგზავრს ბილეთის დაჯავშნისას თანხის გადახდა არ მოუწევს, მაგრამ მას დამატებითი სერვისის მიღების უფლება აღარ ექნება.
თავად ავიაკომპანიაში წლიური აბონემენტის შემოღების ინიციატივას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. Wizz Air-ში განმარტავენ, რომ სიახლის შესახებ მომხმარებელს თავის დროზე მაწვდიან ინფორმაციას.