დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა მისი ფლოტის ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავისთვის Airbus A321neo-სთვის დიზაინის რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა.
დიზაინი სპეციალური კონკურსის მონაწილეებმა შექმნეს, რომელიც ავიაკომპანიამ იანვრიდან თებერვლამდე პერიოდში ჩაატარა.
„ლოუქოსტერმა” ხალხს სთხოვა შეექმნათ დიზაინი A321neo-სთვის, რომელიც აჩვენებდა ამ თვითმფრინავის უფრო ეკოლოგიურ კეთილგანწყობას მის წინა თაობებთან შედარებით.
ჯამში კონკურსის მონაწილეებმა 500 ნამუშევარი გაგზავნეს. Wizz Air-მა კი რამდენიმე საუკეთესო ვარიანტის დიზაინი გაასაჯაროვა. ისინი ხაზს უსვამენ მცენარეების მწვანე ფერს და ელემენტებს, რაც უნდა იყოს სიმბოლურად ნაკლები ემისიები თვითმფრინავიდან. ავიაკომპანიის მიზანი ხომ 2030 წლისთვის CO2-ის ემისიების ინტენსივობა 25%-ით შემცირებაა.
Wizz Air-მა სლოვაკეთიდან სამუზეუმო კურატორის ევა კარენიას დიზაინი საუკეთესოდ აღიარა, თუმცა გამარჯვებულის ნამუშევარი არ გამოაქვეყნა. ავიაკომპანია ამას ალბათ მას შემდეგ გააკეთებს, რაც ერთ-ერთ საჰაერო ხომალდს ამ დიზაინით შეღებავს და ასე ოფიციალურად წარმოადგენს ახალ დიზაინს.